TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ანდეზიტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა პანდემიის დროს საქველმოქმედო პროექტი შეიმუშავა - გაეცანით მის ემოციურ ჩანახატს
04-05-2020
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის ანდეზიტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნათელა გელაშვილ-დუგაროვმა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საქველმოქმედო პროექტი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, კოლეგებთან ერთად, ადგილობრივებს ეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას პედაგოგის ემოციური ჩანახატიდან ვიგებთ, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                                         რა მასწავლა COVID 19-ის გამოჩენამ?!

მომინდა, რამე მეც დამეწერა და მეთქვა, თუ რა მასწავლა COVID 19-მა, ამისათვის კალამი მოვიმარჯვე და აზრებს მოვუხმე. როგორც ყველა წერილს, ნარკვევს, მოთხრობასა თუ სხვა რამეს, პროლოგი ჩემს ნაწერსაც დასჭირდება. ფრაზები: „ეს დაიწყო ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში............“ „საფრთხე გამოჩნდა...........“ „მსოფლიო პანიკამ მოიცვა............“ ბანალურად მომეჩვენა ჩემთვის. როდის და როგორ, ეს უკვე 21-ე საუკუნის მსოფლიო ისტორიაში მკაფიოდ დათარიღდა. მე კი ასე დავიწყებ:

ჩვენის სურვილის მიუხედავად უცებ ,,სახლში დარჩენილები“ მთელი ძალით შევუდექით ჩვენი ახალი, დისტანციური სამუშაოს შესრულებას. 16 მარტიდანვე როგორც შეგვეძლო, ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებდით, თითქოსდა ერთ-ორ კვირაში ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდებოდა. მდგომარეობა რომ უფრო სერიოზული იყო, ამას მალევე მივხვდით ჩვენც და კვლავ გავაგრძელეთ მთელი ენერგიით დისტანციური მეცადინეობებით ცხოვრება.

გავიდა ერთი თვე. ვხედავდი და მესმოდა რომ ზოგი ადამიანისთვის (და სამწუხაროდ ისინი ცოტანი არ არიან) ცხოვრება მეტად გაჭირდა. ვიგრძენი, რომ მეც შემიძლია რაღაც მცირეოდენი სახლში დარჩენილმაც გავაკეთო. დავწერე საქველმოქმედო პროექტი, გავაცანი ჩემს კოლეგებს, მოვიწვიე საერთო კრება და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით პროექტი სისრულეში მოვიყვანეთ. პირველი ჩვენი სამიზნე მეზობელ სოფელში სახლ-კარ დამწვარი ოჯახი იყო, რომელიც ზუსტად ასეთ რთულ დროს დარჩა არა სახლში, არამედ გარეთ. ამას გარდა შევკარით რამდენიმე სხვა შეფუთვაც და განვსაზღვრეთ მართლაც ძალიან გაჭირვებულთათვის.

პროექტის შესრულების ორი ღამე ნორმალურად არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომ არაფერი შემშლოდა და პასუხისმგებლობას, რომელიც ვიტვირთე, შეცდომების გარეშე ჩაევლო. მესამე დღეს გავეშურეთ დახმარების ხელის გასაწვდენად. არასოდეს დამავიწყდება ის განცდები, რაც იქ დამეუფლა: დახმარებით გამოწვეული სიამოვნება და მათი უმწეო მდგომარეობით უხერხულობის გრძნობა; ნუგეშის მიცემის დიდი სურვილი და მიხვედრა იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი ზედმეტია ისედაც ნერვიულობით ნაწამებ ადამიანებთან; შეცოდება და იქვე ამ გრძნობის უკუგდება მათი ღირსეული ადამიანობის დანახვისას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თბილი და მოკლე შეხვედრით დავტოვეთ ჩვენი „პატარა ნუგეში“ და გავწიეთ სხვების დასახმარებლად. რამდენიმე ფუთა უხმოდ, უთქმელად სახლთან დავუტოვეთ ადრესატებს და გამოვბრუნდით. ორმა დაგვინახა, გამოგვხედა და მადლობებით გამოგვისტუმრა.

ბედნიერებას ვგრძნობდი იმით, რომ დახმარების ხელის გაწვდენა შევძელით, იმით, რომ უფრო მეტად საჭიროდ ვიგრძენი ჩემს საქმიანობაში თავი. მადლობას ვუძღვნიდი ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და მეზობელს, ვინც სიხარულითა და აღტაცებით ჩაერთო აპ პროექტში თავისი წვლილით. ისინი კი თავის მხრივ ჩვენ გვიხდიდნენ მადლობას კეთილი საქმის კეთების საშუალების მიცემისთვის.

ჩვენ, ყველამ ეს შევძელით. ჩვენ, ყველას შეგვიძლია, „ზღვაში წვეთი“, მაგრამ ჩვენი წილი სიკეთის კეთება.

აი, რა მასწავლა ამ პერიოდმა, რომელიც კორონა ვირუსის გამოჩენამ მოგვიტანა.

ჩვენ, ყველა ერთად უფრო მეტს შევძლებთ, მთავარია, დევიზად სიყვარული და სიკეთე დავისახოთ.

მეამაყება, რომ ვარ ერთი პატარა სოფლის, ერთი პატარა სკოლის, ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება