მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბუნებრივია, კვლავ აქტუალურია კითხვა - როგორ ვიკვებოთ და რა ბუნებრივი ვიტამინებით გავამდიდროთ მოზარდების ორგანიზმი, რათა იმუნური სისტემა ძლიერი გვქონდეს? ეს საკითხი, მსოფლიო პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ რამდენიმე კითხვით მიმართა ექიმ-ნუტრიოციოლოგს, ნინო თოთაძეს.
- ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს აუცილებელ პროდუქტს, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღიური მენიუს სახით. თუკი ვსაუბრობთ 6 თვემდე ჩვილზე, უმნიშვნელოვანესია, რომ ის დედის რძით იკვებებოდეს, მაგრამ ასეთ დროს, დედის რაციონი უნდა იყოს გაკონტროლებული - რამდენად სრულფასოვნად იკვებება; რაც შეეხება ბავშვებს ერთ წლამდე - მათ უნდა მიიღონ, სხვადასხვა პროდუქტი და მათ შორის ხილიც, ოღონდ ძირითადად სეზონური და რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით, სწორი წესის დაცვით; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის კი, წარმოსახვითი თეფში უნდა გავყოთ ოთხ ნაწილად, სადაც თანაბარი რაოდენობით იქნება ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტი, ბურღულეული - ასეთია სწორი კვება.
- ქალბატონო ნინო, სეზონური ხილი ახსენეთ. რატომაა მნიშვნელოვანი, სწორედ სეზონურ ხილზე გავაკეთოთ აქცენტი და რატომ უნდა მივირთვათ, მაგალითად, მარწყვი, მაინცდამაინც მაისში?
- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ გვიდევს გარკვეული გენეტიკა საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით. ხილი და ბოსტნეული კი, რომელსაც მივირთმევთ, მნიშვნელოვანია, სეზონური იყოს, რადგან არასეზონური, ხელოვნურადაა მოყვანილი. განსაკუთრებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების შემთხვევაში - ჩვილებს, მხოლოდ ერთი პროდუქტი უნდა გავასინჯოთ, რადგან მათი კუჭ-ნაწლავი მზად არ არის ყოველდღიურად 5-6 პროდუქტისთვის; გარდა ამისა, ალერგიული ფონი რომ გამოვლინდეს, ადვილად მივხვდებით მიზეზს;
ასევე ყურადსაღებია, რომ ექსპორტირებული ხილის ტრანსპორტირებას დრო სჭირდება, ჩვენ კი გვაქვს ეს ფუფუნება საქართველოში, რომ ყველა სეზონზე გარკვეული ხილი მოდის. ერთადერთი, შეიძლება, დაემატოს ბანანი. და რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ - რაც უფრო დიდია შენახვის ვადა, მით უფრო ცუდია პროდუქტი. ასე რომ, მიმაჩნია - სეზონურობის გათვალისწინება სწორი მიდგომაა.
- ემხრობით მოსაზრებას, რომ ჭიანი ვაშლი ჯანსაღია?
- რაც ბუნებრივია და სასუქის გარეშე მიღებული, ცოტა ხანს ინახება, მალე ზიანდება და შესაბამისად, ასეთი პროდუქტი სასარგებლოა.
- მსოფლიო პანდემიის ფონზე, რა ბუნებრივი ვიტამინები უნდა მივიღოთ ძლიერი იმუნიტეტისთვის?
- პირველ რიგში, ექვს თვემდე ჩვილებისთვის რეკომენდებულია, ბუნებრივად იკვებონ - დედის რძით; მოზარდების ყოველდღიურ რაციონში კი აუცილებლად უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული. არ მიმაჩნია სწორად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვიტამინები აბების სახით მივცეთ და რაც მთავარია, სუფთა წყალი უნდა სვან.
- ქალბატონო ნინო, თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსი ბავშვებს არ ხვდებათ. მართალია, მოგვიანებით, ეს მითი დაიმსხვრა, თუმცა მაინც - ბავშვები ნაკლებად ავადდებიან.
- მათი იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლა ბევრად უფრო ძლიერია, ამიტომ შედარებით მსუბუქად გადააქვთ ავადობის შემთხვევაშიც კი.
- სხვათა შორის, თავის დროზე, ისიც ითქვა, ბანანით შემოიტანეს „კორონავირუსიო“. როგორც ნუტრიციოლოგმა, იქნებ გვითხრათ, რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ?
- ვირუსებს გააჩნია თავისი მდგრადობა და შესაბამისად, გარკვეულ ტემპერატურაზე ისინი ვეღარ ცოცხლობენ - არ აქვთ მუდმივი ცხოვრების უნარი; ძალიან არასწორია ეს მოსაზრება და მგონი ნელ-ნელა ამაში ყველა დარწმუნდა - შეუძლებელია, ვირუსმა დიდი ხნის ტრანსპორტირებისას გაძლოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
ღონისძიებაზე ბავშვებმა მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა