მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს. მასწავლებელი წლების წინ ბეჭდურ მედიაში მუშაობდა და საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა.
ანდრო
თქვენ თუ გიგრძვნიათ გულის მღლვარება, შიგნიდან რომ შფოთავს, ონავრობს, ცდილობს, კალაპოტიდან გარდმოსვლას, სამყაროს დაუფლებას, განვრცობას, განდიდებას, უზარმაზარი ტალღების, ცის გულამდე, აზნიქვას და მერე..
მერე...?
მოცელილივით მიწაზე დაცემას...
ვინ ხარ შენ?
მე ვარ ადამიანი ან უფრო სწორედ, ვიყავი ადამიანი, ახლა მოგონება, დარდი და ტკივილი მქვია..
რატომ?
აფრენა მეწადა, უცებ მომეძალა სურვილი ფრინველად ყოფნის, ფრთოსანივით ცის ბლანტ სივრცეში ნავარდი, ხოდა ამ აზრებით გაჯერებული, ავუყევი მაღლობს. ერთი, ორი, სამი..ვითვლი ჩემ მიერ განვლილ საათებს... რაღაცამ შემაჩერა..წამიერად მომეჩვენა, თითქოს იმედი დავინახე სიბნელეში..ის იმედი, შიშის თვალებით რომ მიმზერდა...
დაფიქრდი...? შენი საქციელი გაიაზრე?
არა, არა ...მე უნდა აღვასრულო ჩანაფიქრი...ხელს ნუ მიშლით......მაღალი სივრცის არეალიდან ვიმზირები...და აქ ფიქრი გარდამავალია, თავისუფლება სწადია სულს.
შეხედე რა სილამაზეა მთელი სამყარო ხელის გულივით ჩანს...მე ვარ ამ სამყაროს უზენაესი...მე განვაგებ ახლა ჩემს ცხოვრებას...ვინ შემიშლის ხელს...მიპასუხეთ ვინ?
დედა..
ვინ?
დედა?!
ხო დედა...
თითქოს გაყინულ სხეულში სანთელივით ჩამექცა სითბო...დედა ...ჩემო ძვირფასი სანატრელი დედა..მხოლოდ შენ გწადია გრძნობდე და გჯეროდეს შვილის უსიტყვოდ. კიდევ რამდენი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული დედები, ვინ მოსთვლის, ვინ ჩაუყვება ამ უკიდეგანო უწყვეტ ჯაჭვს.....ყოველი წუთი და წამი შენით არსებობდა...როგორ გატკენ გულს...რამხელა შეუხორცებელ ჭრილობას მოგაყენებ, ვინ იცის...!!
როგორი საბრალო ხარ დედა...როგორ მინდა გულში ჩაგიკრა და მოგიალერსო, ისე როგორც შენ მანუგეშებდი ბავშვობაში...როგორ აგიხსნა, რომ სულს მიღაფავს ეს ტკივილი, ვერ ვიცხოვრებ ასეთი განცდით.. ხომ შეამჩნიე ეს დარდი ჩემში....მაგრამ ბოლომდე ვერ მომიკალი ფრენის სურვილი...
დაბრუნდი შინ...დედა გელოდება....
მე რომ უკვე ავფრინდი ცაში....
„უკანასკნელი სხივი დაგვიანებით აღწევს ჩვენამდე“
ნინო დოხტურიშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც