სიახლეები
სკოლები

„კორონული ჩანაწერები“ - ლახამულას საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის, ლალი მარგიანის დამაფიქრებელი და ემოციური ჩანახატი
04-05-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას საჯარო სკოლის დირექცია ყოფილი პედაგოგის, ლალი მარგიანის ჩანახატს გვიზიარებს.

„ლალი მარგიანზე, რომ დაწერო მაშინ მასზე გაცილებით უკეთ უნდა წერდე, ეს კი ძნელია, რადგან იგი წერს ძალიან კარგად, ალალად, ღიად და გულშიჩამწდომად. ეს ჩანახატიც მის სულიერ სამყაროს ასახავს და ვფიქრობ, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს იმ ბევრ კარგ ჩანახატთა შორის, რომელიც თქვენს გვერდზე განთავსდა.

ლალი 5 წელი ლახამულის საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო,ახლა კი სომეხ მოსწავლეებს საქართველო-სომხეთის საზღვარზე ქართულ ენასთან ერთად საქართველოს სიყვარულს ასწავლის“-, წერია ლახამულას საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

კორონული ჩანაწერები

თქვენ ფიქრობთ, ახლა სიჩუმეა?!
რას ამბობთ, ასეთი ხმაური არასდროს ყოფილა, როგორც ახლა! უფსკრულისაკენ კისრიტეხით გაქანებული ადამიანი საკუთარი ნების წინააღმდეგ ნაპრალის პირას შეაჩერა უხილავმა და საკუთარი ნების წინააღმდეგ ოთხკედელშუა გამოამწყვდია! წარმოიდგინეთ, თავაშვებული ადამიანი გააჩერა და ახლა ეს მასა უხილავ გისოსს ჩაბღაუჭებული გარეთ გამოსვლას ლამობს. როგორ ფიქრობთ, სიჩუმეა? აბა, მოუსმინეთ: კივის, ბღავის, ყვირის, ხავის, მაგრამ უკან შიში ექაჩება და ძალაგამოცლილი, ემოციადაშრეტილი მოწყვეტით ეცემა ძირს!..

სიჩუმე სულ სხვა რამეა, სულ სხვანაირია!
სიჩუმე როდისაა იცით, როცა გარინდებულია ყველა და ყველაფერი, სამყარო დუმს, მაგრამ დღეს არაა სიჩუმე, დღეს სულის კივილი ისმის!

დაისვენაო დედამიწამ, მესმის ხშირად და მეც ვფიქრობ, დაისვენა! დაისვენა იმ ათასგვარი ბურღ-მანქანებისგან გულ-მუცელს რომ უღრუტნიდა, მწვანე საფარს რომ უმოწყალოდ ანადგურებდა. დაისვენა ატმოსფერომ უამრავი გამონაბოლქვისგან, მაგრამ ვაი რომ არ ვისვენებთ ჩვენ, ადამიანები! რაო, რატომ ასწიეთ ტელეფონებში ჩარგული თავები, რატომ მომაშტერდით საცრისოდენა თვალის გუგებით, გაგიკვირდათ?! აბა ის რაა, მაინც რომ ვიღვარძლებით, ვიბოღმებით, განვიკითხავთ, ვქილიკობთ და საცა არა გვესაქმება ისევ იქ ვყოფთ ცხვირს?!

ან შენ, მასწავლებელო, შენ რა მოგდის, მოსწავლეს რა უნდა ასწავლო, კოლეგის ხუმრობა თუ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის კითხვის დასმა ვერ აგიტანია?! ვინ იცის, ვის რა და როგორ უჭირს?! შენ თუ გებევრება, სხვას მიეც შენი ჯამაგირი, გაუნაწილე და ნუ დაამუნათებ კითხვის დამსმელს, სახელმწიფოზე არ ზრუნავო.

შენ კიდევ რა გეფეიერვერკ-გესროლება პოლიციელო, როცა შენმა ზღვარგადასულმა მხიარულებამ შეიძლება შენც სამუდამო კვალი დაგიტოვოს და სხვას ნებით თუ უნებლიედ სიცოცხლე მოუსწრაფოს?!

შენც, ეკლესიის მრევლო, გულზე მჯიღისცემით, ჯიბრით ნუ მელაპარაკები! თუ წასვლა გინდა წადი ჩუმად და ჩემთვისაც დაანთე ერთი სანთელი, ილოცე ჩემთვისაც (თუ გგონია, რომ შენზე ნაკლებად ვლოცულობ ჩემთვის), შენსავით გამაძლიეროს რწმენაში ზეციერმა და ოთხკედელშუა დეპრესიაში შიშით გამომწყვდეული მეც ეკლესიისკენ მიმავალი ქუჩის გზას გამიყენოს (თუკი ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ იქ ვნახავ)?!...

დედამიწა დავასვენოთ, კოსმოსი დავასვენოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს, გავუთბოთ ერთმანეთს სული!
ძნელი ყოფილა სიჩუმის დაწყნარება, ძნელი ყოფილა მიჩვეულის გადაჩვევა და გადასხვანაირება კიდევ უფრო ძნელი, მაგრამ ღირებულებების გადაფასება ხომ შეგვიძლია და დროც გვაქვს, გადავხედოთ რა იყო პრიორიტეტი ორი თვის წინ და რა შეიძლება იყოს მომავალში.

რომ ვთქვა ბევრი რამ დამანახა იძულებითმა ჩაკეტილობამ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფიქრის დრო რომ მომცა, ისეთი ფიქრის, წლების მანძილზე რომ გავურბოდი, ფაქტია!

და მონატრება, მონატრება, მონატრება იმ ადამიანების ვისაც სიზმრებს გარდა ვერსად ვნახავ, მონატრება ბავშვობის ტკბილი დღეების და იმ ოჯახის, ჩემს მოგონებებს რომ შემორჩა! ყველაზე მეტად თეკლა მენატრება, დათო მენატრება და დედაჩემი, ხშირად რომ მაკითხავს სიზმრებში! როგორ მჭირდება ახლა მისი ხმა, დღეში ათჯერ რომ დარეკავდა და მე ხან ვპასუხობდი, ხან_არა! რამდენჯერ მიტკენია გული და თვალები, თვალები არ მშორდება, მისი ჩემზე მოჩერებული, ბევრის თქმა რომ უნდოდა და არ ვათქმევინებდი! იმაზეც ვფიქრობ, ბოლო წუთებში თუ მიხვდა, რომ მიდიოდა და რა გაიფიქრა! ჩემს ძმაზეც წლებია ეს ფიქრი მაწუხებს, ზურგიდან დახლილმა ტყვიამ თუ მისცა რაიმეს გაფიქრების საშუალება და საერთოდ, ყველაზე, ყველაზე მეფიქრება!

ბევრი „სიჩუმე“ გამოიარა ჩემმა თაობამ, _90-იანებს გამოვლილი თაობა ვართ და ამასაც გავუძლებთო_ბევრისგან მსმენია, მაგრამ გაძლებაცაა და გაძლებაც! პირველი, რაც უნებლიე არდადეგების დროს გავიფიქრე, ოღონდ ის არ განმეორდეს ღმერთო-მეთქი! არ მინდა ჩვენმა ბავშვობაწართმეულმა შვილებმა იგივე განიცადონ ახლა, როცა თვითონაც ახალბედა მშობლები არიან! შიმშილი ნუ იქნება, სიცივე ნუ იქნება, უშუქობა ნუ იქნება და სასოწარკვეთა! ყველაზე მეტად რომ მიხაროდა ცხოვრება, მაშინ დაიწყო შოლტის ქნევა და ისე გავიდა ახალგაზრდობა, ორმოში მეგონა თავი, როცა იმედის სხივი დამანახა ა დ ა მ ი ა ნ მ ა, ღმერთჩასახლებულმა ა დ ა მ ი ა ნ მ ა!

ნებსითი თუ უნებლიე შეცდომებით ასე მოვედი აქამდე და ძალიან ბევრ რამეს უსქელესი და უმძიმესი ფარდით გავემიჯნე, მაგრამ ახლა ისევ მივუბრუნდი დაარქივებულ, თაროზე შემოდებულ დალაქავებულ წარსულს და... არა, არა, აღარ მინდა, აღარ!!! იმდენი სხივია ჩემს ირგვლივ, როგორ შეიძლება ისევ იქ ვიბოდიალო, იქ, ბნელში, ტკივილში, ღალატში, დაცემაში?! მინდა ვიფიქრო მზიან ადამიანებზე გულისგულამდე რომ აღწევენ და არ მტოვებენ. ხშირად რომ მატირებენ თავიანთი სითბოთი და ყურადღებით, რომ დაუმსახურებლად მაქებენ და მეფერებიან, დახმარებას მთავაზობენ და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან, ბავშვობის მეგობრები თუ გზადაგზა აკრეფილი სხივები, დიდები თუ პატარები, ხომ არიან არა?! ვინც ჩემთან იყო, კვლავ ჩემთანაა და არავინ გამოკლებია ახლა, პირიქით, ისეთი სხივები დაემატნენ უფრო აკაშკაშდა ჩემი იმედის მზე!

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ბავშვები ანტიდეპრესანტები არიან და მათთან ურთიერთობა მალამოა ჩემთვის...

და მაინც ფიქრობთ, რომ სიჩუმეა, როცა სული ასე ფორიაქობს?! არა და არა! სიჩუმე მაშინაა, როცა სულია მშვიდად და ირგვლივაა სიმშვიდე, ახლა კი, ახლა იმაზე მეტი ხმაურია ვიდრე აქამდე და რომ სიმშვიდემ დაისადგუროს ადამიანობა არ დაგვავიწყდეს! არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებად ვევლინებით დედამიწას და მერე მივდივართ რეგალიებთან, თორემ ხომ დაინახეთ, როგორ მძიმედ ამოიოხრა დედამიწამ და მხრები შეარხია?!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება