მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნამუშევრები მიუძღვნეს.
სადღესასწაულო სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პირველკლასელები, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. რადგან სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, მათ საკუთარი ნამუშევრები სკოლას ელექტრონულად გაუგზავნეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
„ასე გულითადად მოგვილოცა მე-6 კლასის მოსწავლემ ნიკა ტალიაშვილმა აღდგომის დღესასწაული. მისი
ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო გიორხელიძეა. მადლობა მშობელს, გვანცა ბერძენიშვილს ფოტოების მოწოდებისათვის“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს“ – მე-2 კლასის მოსწავლე გიორგი სალუქვაძემ ორიგინალურად მიულოცა ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს. მან პლასტელინისგან შექმნა ნამუშევარი. გიორგის ნამუშევარი სასკოლო კონკურსში „სხვა სამყარო ჩემი“ იქნება წარდგენილი. მისი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძეა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობელს ნახატის მიწოდებისთვის.
„ასე მოგვილოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მე-3 კლასის მოსწავლემ ზურა ფანცხავამ. მისი ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძეა. მადლობა მშობელს, თ.ბეროძეს ფოტოების მოწოდებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღდგომის დღესასწაულს მშვენიერი ნახატები მიუძღვნეს პატარა მხატვრებმაც-პირველკლასელებმა: ლ.ჩიკვილაძემ, ბ.ფანცხავამ, ვ.ხოჯანაშვილმა. ასევე მე-3 კლასელებმა: ლ.თურმანოვმა, თ.ალაშვილმა, ა.კუჭუხიძემ და მე-4 კლასელმა: თ.ბენიძემ. მათი ხელოვნების მასწავლებელიც ინგა გრძელიძეა.
ასევე აღდგომის თემაზე შექმნეს ნახატები მე-8 კლასის მოსწავლე ნინი კირთაძემ, მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია კუჭუხიძემ, მე-6 კლასის მოსწავლე ვიქტორია იოსელიანმა.
„მადლობა ბავშვებს ნახატებისათვის, ხოლო მათ მშობლებს ფოტოების გამოგზავნისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც