მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეს ქვეყანა შენია“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის, დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში X კლასელებმა მოაწყეს სხვადასხვა სახის აქტივობები.
„მოკლედ გაგაცნობთ ამ აქტივობების შესახებ:
1.პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ შემეცნებითი პრეზენტაცია სოფელ დარკვეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ. რითაც პოპულარიზაცია გავუწიეთ ჩვენი სოფლის ტურიზმის განვითარებას.
2.დარკვეთის საჯარო სკოლა ხშირად მართავს დასუფთავების აქციებს და არც ახლა აღმოჩნდა გამონაკლისი, პროექტის ფარგლებში დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
3.ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით სკოლის ექიმის დახმარებით ჩავატარეთ პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას გავაცანით დაინფიცირებისგან თავის დაცვის წესები. დავურიგეთ მათ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ნივთები და გავაცანით მათი მოხმარების პირობები.4.დავგეგმეთ და ჩავატარეთ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მთელი რეგიონის მასშტაბით. ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით შევიძინეთ საჩუქრები და ვესტუმრეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნომერ მეთორმეტე სკოლა პანსიონს. ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა შეჯიბრები და გასართობი თამაშები.
5.გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ ჯორჯიან მარგანეზის მიერ წარმოებულ პროექტში, გავიმარჯვეთ და პროექტი გვიფინანსებს შემეცნებით პრეზენტაციებს. პრეზენტაციები ჩატარდება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.
6.ჯორჯიან მარგანეზის ინიციატივით, ასევე სკოლაში გაიხსნება თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები. სწავლების პროცესი წარიმართება დანადგარებით უზრუნველყოფილ ოთახში პროფესიონალ პედაგოგთან ერთად. პროფესიული სასწავლებლების თაოსნობით კი გაიხსნება ჭრა კერვის შემსწავლელი კურსები.
ამ პროექტის მისია მეტი განათლებული და მომავალზე ერუდირებული ბავშვების აღზრდაა.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ჩვენია და სიკეთე რომელსაც ვიქმთ, აუცილებლად გადაეცემა გარშემო მყოფ ადამიანებს და აღავსებს მათ დადებითი ემოციებით. მივესალმებით მსგავს პროექტებს და სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ყოველ ახალ წამოწყებაში.
დროა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და ვაკეთოთ ჩვენი წილი სიკეთე“,- აღნიშნავენ პროექტში ჩართული მოსწავლეები.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც