მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ დისტანციური სწავლების პერიოდში საინტერესო ღონისძიებები ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომ წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.
„23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა! საქართველოში - წიგნის ჩუქების დღეც! სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქ. ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ მე - 12 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თეა ტყებუჩავას და მოსწავლეებს: ევამარია თამაზაშვილსა და ლიკა უგრეხელიძეს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ საინტერესო საგანმანათლებლო სივრცე - „კარცერ -ლუქსი“. სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, პედაგოგებს გაუზიარონ, აჩუქონ ერთმანეთს წიგნით მიღებული შთაბეჭდილებები. ამასთანავე, ეს გახლავთ ონლაინ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების შემოქმედება!“-ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც