სიახლეები
სკოლები

„კვლავ ერთად ავახმაუროთ დადუმებული დედამიწა“ - გუდაურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ჩანახატი
05-05-2020
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ანი ჩიტაძე პანდემიით შეცვლილ რეალობას ჩანახატი ეხმიანება და საკუთარ განცდებს გადმოსცემს. მოსწავლის ნამუშევარს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 


რა გვასწავლა სიჩუმემ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღესდღეობით მეტად ადვილია ვიდრე უწინ. დადგა 2020 წელი. ყველა ადამიანისთვის ,,ახალი წლის” დადგომა ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, დასახული მიზნების მიღწევას, ოცნებების ასრულებას, მოგზაურობას და კიდევ მრავალ სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობების განხორციელებას. მაგრამ ასე, რომ ვთქვათ ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა...  დედამიწამ მცირე დროით დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ არც თუ ისე კარგი გზით. ხალხის დასახული მიზნები და 2020 წელზე დამყარებული იმედები, ერთი ხელის მომსმით წყალში ჩაიყარა რაც საგრძნობლად გულის სატკენი და იმდეს გასაცრუებელია... ვეღარ გვექნება ლაღი ზაფხულის დღეები, რომელსაც მთელი 9 თვე ველოდებოდით რათა ბედნიერად და ხალისიანად გაგვეტატებინა მცირე 3 თვე... ასე, რომ დავიწყოთ ჩამოთვლა თუ რა წაგვართვა ჩვენს მიერ მოვლენილმა უხილავმა მტერმა ალბათ დიდი ხანი მოგვიწევს საუბარი.                             
დღეს განსაცდელი მოგვევლინა ახალი ვირუსის სახით. თითქოს გაჩერდაო დედამიწა!.ყველაფერი უარესობისკენ წავიდა; გაქრა იმედი; შიში და სასოწარკვეთა გამეფდა ირგვლივ!. გაზაფხულმაც კი კრძალვით შემოაღო სამყაროს კარი, მზემ თავისი გაცრეცილი სხივებით სცადა დედამიწის გაყინული გულის გათბობა, მაგრამ, ამაოდ!..დაზაფრულებმა სასწრაფოდ მოვძებნეთ ოჯახის წევრები და რაღაც სხვანაირი, თითქოს უფრო გამძაფრებული სიყვარულით ჩავეხუტეთ ერთმანეთს; დიდი ხნის მოუკითხავი ახლობლებიც გაგვახსენდა და დავინტერესდით მათი ბედ-იღბლით!..საშინელი მონატრება ვიგრძენი სკოლის, მომენატრა რეჟიმში ყოფნა!..თითქმის ამოვწურე საკუთარი ბიბლიოთეკა და მეზობლისას მივაშურე;  დავინტერესდით სოფლის მეურნეობითაც და რატომღაც ახლა დავაფასეთ გლეხის შრომა და ამ შრომის ნაყოფი; პატრონის დაბრუნებით, წლობით მივიწყებულ და მიტოვებულ კერებს სიხარულის ცრემლი უგორავთ დაღარულ თვალებზე;                            
ვირუსის გავრცელებასთან ერთად გავრცელება დაიწყო სიკეთემაც; ჩვენ ხომ ასე ვიცით, გასაჭირში ერთ მუშტად შეკვრა..ხოდა, ერთმანეთს ვეჯიბრებით სიკეთის კეთებაში, ვაბარებთ სიკეთის გამოცდებს!. ამის შემხედვარე ვირუსმაც, უკან დაიწყო დახევა, მიხვდა რომ ვერაფერს დააკლებდა ამ ძლიერ ერსა და გენს!. მსოფლიო აალაპარაკა თავისი მიღწევებით ამ პატარა  ქვეყანამ!. რა გვასწავლა სიჩუმემ?..გვასწავლა სიყვარული და ურთიერთდაფასება; დაგვანახა რომ საქართველო ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანაა; გვასწავლა რომ, მატერიალურ ფასეულობაზე მაღლა სულიერი დავაყენოთ, დავაფასოთ სუფთა სული და ვიყოთ ადამიანები!.  და ამ სიჩუმეს ვძლიოთ სიყვარულით; კვლავ ერთად ავახმაუროთ დადუმებული დედამიწა და სამყარო.  ჩვენს მიერ შექმნილი ლამაზი ფერები დავუბრუნოთ!..
იმედი მაქვს ეს მუქი შავ-თეთრი ფერები მალე გაივლის  და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს . მინდა მალე ვნახო ჩემი კლასელები და მასწავლებლები რომლებიც უზომოდ მენატრებიან.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება