მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უხილავ მტერთან ბრძოლაში, ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა ღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების ონლაინ-სისტემა, ასე თუ ისე, წარმატებით დაინერგა, მაინც არის გარკვეული სირთულეები და მათთან ერთად, კითხვები, რომლებიც დაუყოვნებლივ პასუხს საჭიროებს. მოსწავლეთა სწავლის შეფასების როგორ მეთოდს გამოიყენებენ? რა ფორმატით ჩატარდება საკვალიფიკაციო გამოცდები პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის? რა ელის მათ, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს? შეიკვეცება თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმა იმ ფონზე, როცა ამ თემაზე ახლა უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ და ზოგადად, რაგამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა? - ამ კითხვებით Etaloni.ge-მ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა.
- პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საქმიანობას წარმართავს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაციის „განათლების ინტერნაციონალისა“ და „ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით. „ჯანმრთელობის კრიზისი არ უნდა იქცეს განათლების კრიზისად“ - ასეთია განათლების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდება. მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის „განათლების ინტერნაციონალის“ აღმასრულებელი საბჭო ვებინარის ფორმატში გაიმართა, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, ვინაიდან, 2017 წლიდან დავიწყეთ დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებში დანიელმა ექსპერტ-მასწავლებლებმა საქართველოში ჩაატარეს 4-დღიანი ტრენინგები და არაერთი ინტერნეტ-ტექნოლოგიური რესურსი გაუზიარეს ქართველ მასწავლებლებს.
დღეს, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, განსაკუთრებით აქტუალურია ციფრული ტექნოლოგიები. გლობალური პანდემიის შედეგად, საგანმანათლებლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, დაინერგა დისტანციური სწავლება.
სრულიად საქართველოს საზოგადოებამ მადლობა უნდა გადაუხადოს ქართველ მასწავლებლებს, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან დღემდე, მათ არაერთ გამოწვევას უპასუხეს. გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საქართველოს პედაგოგთა კორპუსმა კვლავ ნათლად დაგვანახა საქმისადმი ერთგულება. ისინი ღირსეულად ემსახურებიან საგანმანათლებლო სისტემას, მოსწავლეებს და დაფასებას იმსახურებენ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ საფუძვლიანი მუშაობა ჩაატარა დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს აქვს პრობლემები დისტანციურად სწავლების წარმართვის დროს. დავგეგმეთ და შევიმუშავეთ ტრენინგ-მოდულები, მასწავლებელთა დასახმარებლად. წევრებისათვის ვახორციელებთ ონლაინ ტრენინგებს ,,გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში“. უფროსი მასწავლებლები განგაშით აღნიშნავენ, რომ შეფერხდნენ სტატუსის ამაღლების პროცესში - მოლოდინი ჰქონდათ, რომ ეს საკითხი ზაფხულამდე გადაწყდებოდა... სტატუსის ამაღლებისათვის, სქემით განსაზღვრული აქტივობების ვადა უნდა დასრულებულიყო 2020 წლის იანვრამდე და მადლობის მეტი, რა გვეთქმის განათლების სამინისტროს მიმართ, რადგან მასწავლებლებს აქტივობების ვადა გაუხანგრძლივდათ; მაგრამ, მიუხედავად შეღავათებისა, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც დაზარალდნენ ის უფროსი მასწავლებლები, რომელთაც გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გავლილი აქვთ, ატვირთეს გეგმები და მარტიდან იყვნენ მოლოდინის რეჟიმში. მიგვაჩნია, რომ ამ მასწავლებლებისათვის სტატუსის ამაღლების პროცესი უნდა დასრულდეს 2021 წლის იანვრამდე. იმედი მაქვს, ამ უფროს მასწავლებლებს ექნებათ მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რათა სტატუსის ამაღლების პროცესი მეტად არ გაიწელოს დროში. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან „მასწავლებლის სახლი“ გამოიჩენს ჩვეულ გულისხმიერებას და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ პედაგოგებს,
- თუმცა, ქალბატონო მაია, აქ არანაკლებ მწვავედ დგას პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხიც...
- მათთვის „მასწავლებლის სახლმა“ გამოაცხადა 5-კრედიტიანი ონლაინ-ტრენინგები, ეს დიდი შეღავათი და მხარდაჭერაა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ვისაც ყველა სავალდებულო აქტივობა განხორციელებული აქვს და რამდენიმე კრედიტ-ქულა დააკლდა სავალდებულო 19 კრედიტამდე. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ეს მასწავლებლები შეძლებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.
ვერ გავაკეთებ პროგნოზს, როგორ ჩატარდება ზაფხულში პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის გამოცდები, როდესაც სოციალური დისტანცირება ჯერ კიდევ აქტუალურია, თუმცა ფაქტია, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მასწავლებელს მოსთხოვოს კომპეტენციის დადასტურება - პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვისაც არ დაუდასტურებია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, აქვთ ვალდებულება, ამ ზაფხულს ჩააბარონ გამოცდები.
- ქალბატონო მაია, ონლაინ-სწავლების სირთულეებზეც რომ ვისაუბროთ, ხომ არიან პედაგოგები, ვისაც ინტერნეტსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ნაკლებად აქვთ?
- ბუნებრივია, დისტანციურ სწავლებას გააჩნია თავისი ნეგატიური მხარეები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ პედაგოგებს, დისტანციური სწავლების მეთოდებისა და ფორმების სრულყოფის საქმეში. რაც მთავარია, შექმნილ ვითარებაში, მასწავლებლებმა გამოავლინეს ერთმანეთის თანადგომა და მხარდამჭერა, ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ. ჩვენ კი, ვცდილობთ, ისინი არ დარჩნენ საკუთარ პრობლემებთან პირისპირ, რადგან არის შემთხვევა, როდესაც პედაგოგი ვერ პოულობს გამოსავალს და საჯაროდაც ვერ აღიარებს პრობლემას.
- ონლაინ-სწავლებისას ნიშნები რომ არ იწერება, ესეც ფაქტია, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მეთოდით შეფასდება სასწავლო წელი?
- დანიური პროექტის განხორციელებისას, ტრენინგებზე ერთ-ერთი თემა იყო განმავითარებელი შეფასება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ ინერგება და მასწავლებლებისთვისაც სიახლეა. დანიური პროექტის ბენეფიციარმა მასწავლებლებმა გაუზიარეს კოლეგებს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და საგაკვეთილო პროცესში დანერგეს განმავითარებელი შეფასება. საინფორმაციო-შემაჯამებელ შეხვედრებზე წარმოადგინეს სხვადასხვა ხელისშემშლელი ბარიერები, მაგალითად, პროტესტი მშობლების მხრიდან - მათთვის მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი შეფასება, მაგრამ მსოფლიოს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები აღიარებენ, რომ განმავითარებელი შეფასება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
მიმაჩნია, რომ დღეს, დისტანციური სწავლების ფონზე, დიდი პრობლემაა მოსწავლეების შეფასება. ასე რომ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.
- ზოგადად, ხომ არ ვაპირებთ განმავითარებელი შეფასების დანერგვას?
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია. განმავითარებელი შეფასების დანერგვასა და პოზიტიურ ასპექტებზე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ.
- ბერიკა შუკაკიძემ ეროვნული სასწავლო გეგმის შეკვეცაზეც ისაუბრა, ქალბატონო მაია...
- ეროვნული სასწავლო გეგმა მოქნილი დოკუმენტი რომ არ არის, ყველამ ვიცით, თემატურად დატვირთული ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა შემცირდეს, რათა გახდეს კითხვადი.
- ახალი რეგულირების წესზეც გკითხავთ, რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს?
- პროექტის განხილვა შედგა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით. ერთ საკითხს შევეხები: ჩვენ არ დავეთანხმეთ ნორმას, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მასწავლებელთან გააფორმოს დაბალი სტატუსის შრომითი ხელშეკრულება. ეს იყო დისკრიმინაციული ნორმა და მსჯელობის შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგად,ზემოაღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მასწავლებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დირექტორის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე, შეიძლება მასწავლებელს გაუფორმდეს დაბალი სტატუსის შრომითი ხელშეკრულება: მაგალითად, თუ მენტორმა მასწავლებელმა თავად გადაწყვიტა, აკადემიური წლის განმავლობაში დაიტვირთოს მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით და პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული ისეთი ვალდებულებები აირიდოს, როგორიცაა მუნიციპალიტეტებთან, ან სხვა მესამე პირთან თანამშრომლობა, მაშინ შესაძლოა, მასწავლებელთან გაფორმდეს დაბალი სტატუსის შრომითი ხელშეკრულება, ამ საკითხს დირექტორი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა