მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ანდეზიტის საჯარო სკოლამ გააგრძელა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაწყებული საქველმოქმედო პროექტი, რომლის მიზანი სიკეთის კეთებაა.
„იმ დროს, როცა ბრძოლა გვიხდება COVID-19 ვირუსთთან, როცა სახლებში ვსხედვართ და ვხედავთ რთულ სიტუაციებს ირგვლივ, გვესმის გაჭირვებასა და სიღატაკეზე, გადავწყვიტეთ, ჩვენი მცირეოდენი წვლილი კეთილ საქმეში ჩაგვედო, რომლითაც მართლაც რომ გაჭირვებულებს დავეხმარებოდით.
ამ პროექტით გვინდა, ერთმანეთს დავანახოთ, რომ დისტანციურადაც შეიძლება სოციალური პროექტების მართვა ყველა რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დაცვით. ჩვენი წვლილი „ზღვაში წვეთია“, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა ფიქრი სიკეთის კეთებისა და საზოგადოებაში ჩვენი პიროვნების კიდევ მეტად საჭიროებისა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: სიკეთე გადამდებია! ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია! მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, მშობლებსა და ყველას მათ, ვინც ასეთი თანადგომა გამოხატა პროექტის განხორციელებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც