სიახლეები
სიახლეები

ფინანსდება თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?
02-09-2017
-
+


მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს დარგობრივ მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;        
                                            
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
 ამ პროგრამაზე პირი შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. 

უნივერისტეტები, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს:

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტორია);
  • სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული როგორც მეორე უცხო ენა);
  • სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა);
  • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მუსიკა);
  • სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა);
  • სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია); 
  • სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, მუსიკა);
  • სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება); 
  • სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია);
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ენა);
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი"(ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტორია);
  • შპს - საქართველოს უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);
  • შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მათემატიკა, ინგლისური ენა) - ინგლისურენოვანი პროგრამა;
  • შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა);
  • შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა, ინგლისური ენა);
  • შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა)

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება