მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა ახლოვდება. ამ დღისთვის, ძირითადად, აპლიკანტები სასწავლო პროგრამების მიხედვით ემზადებიან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია წესები, რომელიც გამოცდაზე უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უნდა თეორიულად მომზადებული იყოთ, მოიხსნებით გამოცდიდან და ქულა გაგინულდებათ.
მაშ ასე, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ, რისი შეტანის უფლება გაქვთ და რა წესები უნდა დაიცვათ გამოცდის მიმდინარეობისას?
პირველ რიგში, საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართზე და პირადი განრიგის დროის მიხედვით გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციაზე დააგვიანებთ, მოიხსნებით გამოცდიდან. რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო).
გამოცდაზე გამსვლელმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
საგამოცდო ცენტრში დაგხვდებათ პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი მოწყობილობით შეგამოწმებთ, რათა არ შეიტანოთ აკრძალული ნივთები. მაგ: მინის ბოთლით წყალი, ელექტროსაათი, „შპარგალკა“, მობილური ტელეფონი, კალკულატორი და ა.შ. ნივთები, რომელთა შეტანის უფლებასაც არ მოგცემენ, შეგიძლიათ ჩააბაროთ მისაღებში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც საიდენტიფიკაციო ნიშანს გადმოგცემენ, რათა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ უპრობლემოდ დაიბრუნოთ თქვენი ნივთები.
საგამოცდო ოთახში შეგიძლიათ შეიტანოთ მხოლოდ წყალი (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთები (სურვილის შემთხვევაში).
საგამოცდო ოთახში გასათვალისწინებელი წესები:
გამოცდის დაწყებამდე გაგაცნობენ წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:
აუცილებლად უნდა დასხდეთ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო მაგიდასთან. სამუშაო მაგიდაზე შეგიძლიათ დადოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა, ე.წ. ტუშის კალამი (ადგილზე დაგხვდებათ), პასუხების ფურცელი და სამუშაო ფურცელი - არანაირი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე. წყლის ბოთლი უნდა დადოთ იატაკზე.
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით შეამოწმეთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია - ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ. ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან. პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი (რომელიც ემთხვევა მაგიდის ნომერს) თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში.
როდესაც ყველა აპლიკანტს დაურიგდება პასუხების ფურცელი, დამკვირვებელი გეტყვით სპეციალურ კოდს, ტესტზე მუშაობას დაიწყებთ სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ.
აქვე გეტყვით, რომ პასუხების ფურცელი უნდა შეავსოთ მკვეთრად და გარკვევით, განსაკუთრებით უჯრებში ჩაწერილი X უნდა იყოს გარკვევით, რომ კომპიუტერმა შემოწმებისას სწორად აღიქვას და სწორი პასუხი „არ დაგეკარგოთ“. თუ ტესტური ნაწილის შევსებისას, პასუხების ფურცელში შეცდომა დაუშვით, ის უჯრა მთლიანად გააფერადეთ და რომელსაც სწორად მიიჩნევთ, მხოლოდ იმ უჯრაში ჩაწერეთ X.
ძალიან მნიშვნელოვანია საგამოცდო დროის სწორად განაწილება, ამიტომ თვალი ადევნეთ საათს (ოთახში დაგხვდებათ).
გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით გამოცდიდან:
დამხმარე მასალის, ე.წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე.წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს), წესრიგის დარღვევისთვის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფისთვის. ასევე, დაუშვებელია გამოცდაზე შესვლა ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისთვის მიიღებთ გაფრთხილებას.
ეს უნდა გახსოვდეთ!
არ შეიძლება:
პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება, პასუხების ფურცელზე ჩანაწერი, ინიციალები, სხვა ტიპის წარწერები და ა.შ.
გამოცდის მიმდინარეობისას ერთმანეთთან გადალაპარაკებისას, დახმარების მცდელობისას ან სხვა პირისაგან დახმარების მიღებისას, ასევე საუბრის შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან).
მკაცრად იზღუდება საგამოცდო პროცესის დროს სექტორის დატოვება ნებისმიერი, მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის მიზნით. აუცილებლობის შემთხვევაში, სექტორის დატოვება ერთ-ერთ დამკვირვებელთან ერთად მოგიწევთ.
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა. გამოცდიდან გამოსულს არ დაგავიწყდეთ ჩაბარებული ნივთების დაბრუნება.
გისურვებთ წარმატებებს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...