მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან ხარაზმა სიყვარულის დღე ყველას თავისი ლექსით მიულოცა.
სიყვარული
სიყვარული გადაარჩენს სამყაროს,
ასე იყო, ასე არის დღეს,
გაგაკვირვებთ ალბათ როგორ გადავრჩით,
ვცოცხლობთ, ვშრომობთ და შევხარით მზეს.
სიყვარული ასულდგმულებს არსებებს,
აძლევს ძალას წაიწიონ წინ,
მამულს ფარად რომ აღუდგნენ გმირები,
სხვა ვინ ნახეთ ჩვენისთანა, ვინ?
აშენებდნენ ციხე-ტაძრებს, გოდოლებს,
ოფლის წვეთი ეცემოდა ქვებს,
სიყვარულით რომ შევყურებთ გუმბათებს,
გული წრფელი სიხარულით ძგერს.
სიყვარული აცისკროვნებს სამყაროს,
გულში მარცვალს სიკეთისას დებს,
სიყვარული ამთლიანებს ერებს და
არ უკარგავს ხვალის იმედებს.
სიყვარულმა მოგვიყვანა აწმყოში,
ტრფობის კალთა შეგვაგება ჩვენ,
ფრენა-ფრენით მოგვატარა გარშემო,
გიყვარდეთო-დაგიბარათ თქვენ.
რუსუდან ხარაზი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც