მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, ელისო აბაშიძე ჩანახატს გვიზიარებს.
„მგონი, დაბადებიდან მტირალა ვარ, ყველაფერზე ვჭირვეულობ, საშინლად ვღლი დედას. ისიც მოთმინებით ცდილობს ჩემს აღზრდას, გამოსწორებას. წლები მემატება, უკვე მეორე კლასის მოსწავლე ვარ. თავად ვგრძნობ, რომ ჩემი საყვარელი მარინა მასწავლებელი ყველა წამალსა და მკურნალზე უკეთესია. მისი წყალობით ბევრი რამ ვისწავლე, ხასიათი შემეცვალა, დავდინჯდი, აღარ ვტირი და ჩემს ძვირფას დედასაც აღარ ვუშლი ნერვებს, აღარ ვადარდებ!
მოუთმენლად ველოდები ყოველთვის ონლაინგაკვეთილებს, მარინა მასწავლებლის ხმის გაგონება ნათელი სხივია ჩემს სულში ჩასახული. უკვე მასწავლა და ვიცი, რა არის სიცოცხლე, სიკეთე, ბოროტება, მეგობრობა ,
სამშობლო და სიყვარული ახლობელი ადამიანების...
ეს რაღაც ჯანდაბა კორონავირუსი ვერ დავამარცხეთ, რომ სკოლაში წავიდე და ისევ ისე ძლიერად ჩავეხუტო ჩემს მარინა მასწავლებელს, მისი ღიმილისა და სიტყვის ძალა პირისპირ შევიგრძნო...
მიყვარს სიცოცხლე, სამყარო, სამშობლო, თანაკლასელები, მამა, დედა და ჩემი უძვირფასესი მარინა მასწავლებელი!
უფალო, დაიფარე მთელი სამყარო ამ სენისგან, სიკვდილისგან, რომ დიდხანს იცოცხლონ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა, ჩემმა დედამ და მარინა მასწავლებელმა, კიდევ ბევრი რამ რომ მასწავლონ, გამზარდონ და აღმზარდონ კარგ ქალად!“
ფურტიოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, ელისო აბაშიძე.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება