მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებეს განცხადებას, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
''არსებული ინფორმაციით, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა.
სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.
ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება,'' - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თბილისის 166-ე სკოლის მოსწავლეების გამგზავრების შესახებ სტატია 21 აგვისტოს Sputnik Georgia-მ გაავრცელა. დღეს კი გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სააგენტომ ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, სტატიაში ჯერ 166-ე სკოლა შეცვალა 146-ე სკოლით და დააზუსტა, რომ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ „არტეკში“, შემდეგში კი სკოლის დასახელება და მასწავლებლის ვინაობა ტექსტიდან საერთოდ ამოიღო. ასევე სტატიიდან ამოღებულია „არტეკში“ წასული ბავშვების გვარებიც.
როგორც Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში სკოლის მოსწავლეები ყვებიან, „არტეკის“ შესახებ სკოლის რუსული ენის პედაგოგისგან გაიგეს. ყირიმში გასამგზავრებლად მათ შესაბამისი კონკურსი გაიარეს. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლები და გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი“ და „რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“. სტატიიდან ირკვევა, რომ კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა.
„არტეკი“ რუსული ენის შემსწავლელი ბანაკია, სადაც პროგრამის პედაგოგებთან ერთად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული რუსული ენის პედაგოგებიც ჩაატარებენ გაკვეთილებს. მის ორგანიზატორი, რუსეთის ხელისუფლების სახელით, რუსული ენის საბჭოა. პირველი საერთაშორისო შეკრება „არტეკში“ მიმდინარე წლის 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე