სიახლეები
სკოლები

„მენატრება ადამიანური ურთიერთობები, მასწავლებელთა შეგონებანი​“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლის ელენე სააკაშვილის „მონატრების ორი თვე“
06-05-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ ელენე სააკაშვილმა მეგობრების, სკოლის, თანაკლასელების და მასწავლებელთა მონატრება ჩანახატით გამოხატა. 

გთავაზობთ ელენე სააკაშვილის ჩანახატს. 

მონატრების ორი თვე-რა მასწავლა სიჩუმემ?

მონატრება...

ეს აუტანელი, საშინელი გრძნობაა. ძნელია, როცა გენატრება... გენატრება გარეთ გასვლა, მეგობრები, სკოლა, შენი საკლასო ოთახი, ნახევარ დღეს ხომ იქ ვატარებდი.

ახლა, როცა მთელ დღეს თითქმის ჩემს ოთახში ვატარებ, სულ იმაზე ვფიქრობ და ვოცნებობ, როდის გათენდება ის ბედნიერი დღე, როცა დილით, ჩვეულებისამებრ, გამოვეწყობი და წავალ სკოლაში. მივუჯდები ჩემს მერხს, თვალებში ჩავხედავთ, ემოციებსა და სიხარულს გავუზიარებთ კლასელები ერთმანეთს.

მართალია უსაქმოდ არ ვარ, ვწერ, ვკითხულობ, სატელევიზიო გაკვეთილებსაც ვუყურებ და ვუსმენ, მაგრამ სულ უკმარისობა მეუფლება. ჩემს თავს ვეკითხები, რატომ ვარ ასე? რა მემართება? ხომ ვურთიერთობ კლასელებთან, ჩემს მასწავლებლებთან?

ჩავუკვირდი ამ კითხვებს და მივხვდი, რომ სკოლაში მარტო საგნებს კი არ ვსწავლობდი, არამედ უფრო მეტს ...

მენატრება ადამიანური ურთიერთობები, მასწავლებელთა შეგონებანი. ჩვენი კლასის აქტიური სასკოლო ცხოვრება, ჩვენ ხომ ჩვენს დამრიგებელთან ერთად სულ ახლის ძიებაში და მზადებაში ვიყავით.

როცა ტელევიზიით ინფორმაციას ვისმენ კორონავირსუთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რა ხდება? რა დაგვემართა? იქნებ ადამიანებს მოგვაკლდა ერთმანეთის თანაგრძნობა, სიყვარული და ამის გამო უფალმა გამოცდა მოგვიწყო, რათა დაგვაფიქროს, გაგვახსენოს უმთავრესი შეგონება „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი“, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარული, თანადგომა და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

P.S
მახსენდება სპარსელი მგოსნის, საადი შირაზელის ის სიტყვები, რომლებიც გაეროს შენობის შესასვლელშია ამოტვიფრული:

„ადამიანის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის.
დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას
თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთი.“

ღმერთო, როგორ ზუსტად აღწერს ეს სიტყვები მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას, დღეს ხომ მართლაც მთელი სამყაროა შეშფოთებული.

მინდა მალე დამთავრდეს ეს მდგომარეობა და მთელ სამყაროში ბედნიერება სუფევდეს.
„დაე, მარად იყოს სიცოცხლე და ადამიანური სითბო!“. .

#დარჩითსახლში
#გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება