მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ადამიანი და ვირუსები: მტრები, მეზობლები თუ კოლეგები?“ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორი ანნა წულაია საინტერესო სტატიას გვთავაზობს:
სამყარო ჩვენს ირგვლივ საოცრად მრავალფეროვანი და ჰარმონულია. ნებისმიერი ცოცხალი არსება, დაწყებული უმარტივესი ბაქტერიიდან, დამთავრებული 200 ტონიანი ლურჯი ვეშაპით – უდიდესი ცოცხალი არსებით – თამაშობს გარკვეულ როლს და ემსახურება გრანდიოზულ დანიშნულებას – სიცოცხლის წონასწორობის შენარჩუნებას. მაგრამ, არიან ჩვენს ახლომახლო თვალით უხილავი, უმცირესი ობიექტები – ვირუსები, რომლების ცოცხალ ორგანიზმებად ჩათვლაზე მეცნიერები დღემდე ვარაუდობენ.
არსებობს ვირუსების წარმოშობის 3 თეორია.
პირველი გვეუბნება, რომ ვირუსები არიან უპირველესი ბაქტერიების შთამომავლები, რომლებმაც აირჩიეს „ცუდი გზა", გაიარეს დეგრადაციის (გაადვილების) პროცესი. ეს თეორია ერთ მხრივ ძალიან რეალისტურია. თუ ბაქტერიულ უჯრედს „გამოვაკლებთ" ყველაფერ ზედმეტს უნდა მივიღოთ ვირუსი. მაგრამ რეალობაში ვირუსს ვერ მივიღებთ.
მეორე თეორიის თანახმად, ვირუსები გაჩნდნენ ცოცხალ ორგანიზმებზე ადრე, და თავდაპირველად არსებობდნენ დამოუკიდებლად. შემდეგ კი დაკარგეს „შრომისმოყვარეობა" და გადავიდნენ პარაზიტურ არსებობაზე – სხვის ენერგიის ხარჯზე.
მესამე თეორია ვარაუდობს, რომ ვირუსები განვითარდნენ უჯრედის შიდა სტრუქტურებში – გენომში (მემკვიდრეული ინფორმაციის "ბიბლიოთეკაში"). ეს თეორია საკმაოდ საინტერესოდ ჩანს – თუ ვირუსი ჩამოყალიბდა ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში, იქნებ ამიტომაა მისი დამარცხება ასეთი რთული?
ასე თუ ისე, მაინც გამოდის, რომ ვირუსი, მინიმუმ, ადამიანის უძველესი მეზობელია პლანეტაზე.
ვერ უარვყოფთ მის „ორიგინალობასაც" – არ არსებობს ბუნებაში ორი ერთნაირი ვირუსი. ასევე, ნებისმიერი ვირუსი არის „ერთგული" გარკვეულ უჯრედების მიმართ: ჰეპატიტი – ღვიძლის უჯრედები, პოლიომიელიტი – ნეირონები, აივ–ვირუსი – T-უჯრედები (იმუნური სისტემის უჯრედები), Covid-19 – ფილტვის უჯრედები. ასევე, ვირუსი მასკირების გენიოსია – მის ზეაპირზე ხშირად არის განლაგებული სპეციალური ბიონაერთები – პოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, რომლებიც უჯრედს „ატყუებენ" და შედიან შიგ.
ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, ვირუსი იწვევს იმუნური სისტემის კასკადურ რეაქციებს, რომლებიც „ამობილიზებენ" ორგანიზმის შიდა რესურსებს და ახორციელებენ „უცხო პირის" დამარცხებას. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმის მდგომარეობა – რითი ვიკვებებით, რა გარემოში ვცხოვრობთ, როგორი გენეტიკური მასალის მატარებლები ვართ, რა ცხოვრების წესებს ვიცავთ.
ამაზე ვისაუბროთ შემდეგ მასალაში.
ანნა წულაია
ბიოლოგიის დოქტორი
საჩინოს №2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც