სიახლეები
საინტერესო

ვირუსოლოგებმა განმარტეს, რატომ არის კორონავირუსი ასე გადამდები - რომელი ორი ვირუსის თვისებები აქცევს სახიფათოდ?
21-05-2020
-
+


ახალი კორონავირსუსი ​საკუთარ თავში ორი სხვა, მონათესავე კორონავირუსის თვისებებს აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთს მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა, მეორე კი უკიდურესად გადამდები იყო.

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის სტრუქტურა შეისწავლეს და აღმოაჩინეს თვისებები, რომლებიც მათი აზრით, ხსნის, რატომ მრავლდება პათოგენი ადამიანებში ასე სწრაფად. კვლევის შედეგები ჟურნალში - Journal of Molecular Biology გამოქვეყნდა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ასეთი გადამდები კორნელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა მისი სტრუქტურა ადრე ცნობილ კორონავირუსებს შეადარეს.

კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 თავისი აგებულებით ძალიან ჰგავს SARS-CoV-1-ს, რომელიც პირველად ადამიანებში 2003 წელს დაფიქსირდა, მას ასევ აქვს კეთილთვისებიანი ​კორონავუსს HCoV-HKU1-ის თვისებები. 

ამასთან SARS-CoV-1 -ს უკიდურესად მაღალი ლეტალობით ხასიათდება, მაგრამ არც ისე სწრაფად ვრცელდება, HCoV-HKU1 კი მართალია შედარებით უწყინარია, მაგრამ ძალიან გადამდები. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ამ ორი ვირუსის თვისებების ერთობლიობა აქცევს SARS-CoV-2-ს ასე სახიფათოდ.

მკვლევარებმა ასევე ახალი კორონავირუსის ზედაპირზე წარმოდგენილი S-ცილის (Spike protein) სტრუქტურაში აღმოაჩინეს განსაკუთრებული სტრუქტურის ელემენტი, რომელიც ვირუსის უჯრედში შეღწევაზეა პასუხისმგებელი. იგი ოთხი ამინომჟავისგან არის აგებული, რაც სხვა ადამიანისთვის ცნობილ კორონავირუსში არ გვხვდება.

კორონევირუსის ზედაპირზე​ არსებული S-ცილისგან ​აგებული საცეცების დახმარებით ვირუსი ჯანმრთელი უჯრედების რეცეპტორებს ეკვრის. ამ განსაკუთრებული სტრუქტურული ელემენტის არსებობა კი ვირუსს საშუალებას აძლევს მყარად ჩაეჭიდოს უჯრედის ზედაპირს, რაც მის გარანტირებულ შეღწევადობას უზრუნველყოფს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსის S-ცილა უჯრედის რეცეპტორებს ეკვრის თითქმის ათჯერ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ვირუს ARS-CoV-1-ის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება