TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

ყველაზე იღბლიანი თუ უიღბლო XII კლასელები? - ბანკეტი და „ბოლო ზარი“ პანდემიის დროს
18-05-2020
-
+


„ასეთი რა თაობა ვართ, ჩვენ დავიბადეთ და ვარდების რევოლუციის საწყისი პერიოდი იყო, სკოლაში შევედით და რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ახლა სკოლას ვამთავრებთ და კორონაა, განათლების სამინისტრო ლამაზად შეგვიშვი უნივერსიტეტებში, თორემ მესამე მსოფლიო ომი გვიღიმის“ - ასე იუმორნარევი სევდით გამოხატავენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის და ბანკეტის გარეშე სკოლის დასრულებას.

გასულ წლებში დამამთავრებელი კლასები სკოლის კედლებს და მასწავლებლებს მაისის შუა რიცხვებში ემშვიდობებოდნენ. „ბოლო ზარი“ ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ხშირ შემთხვევაში, დამრიგებლები და სხვა კლასების მოსწავლეები მათ ღონისძიებით აცილებდნენ.

„ბოლო ზარის“ შემდეგ იწყებოდა სამზადისი: გოგონები საბანკეტო კაბებს იზომავდნენ, ბიჭები კი ჩასაცმელზე მეტად იმას გეგმავდნენ, თუ რომელი მოდელი მანქანით წასულიყვნენ ბანკეტზე. სკოლის დამთავრების აღსანიშნი წვეულებები, ძირითადად, მდიდრულ რესტორნებში იმართებოდა, თუმცა ბოლო წლებში მე-12 კლასელები ბანკეტს რამდენიმედღიან ექსკურსიას ამჯობინებდნენ და მიდიოდნენ ზღვაზე, მთაში თუ მეზობელ „თბილ ქვეყნებში“ დასასვენებლად.

წელს სკოლები მე-12 კლასელებს განსხვავებულად დაემშვიდობებიან - „ბოლო ზარის“ გარეშე. დამრიგებლების ნაწილი ფიქრობს, რომ „დაჩაგრულ“ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს, სექტემბერში მოუწყონ გაცილება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გზა დამამთავრებელ კლასს დისტანციურად დაულოცოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე-12 კლასელები „იღბლიანები“ არიან იმ მხრივ, რომ უფროსი თაობებისგან განსხვავებით, საატესტატო გამოცდებს არ აბარებენ და სკოლას დამატებითი ღელვის გარეშე ტოვებენ.

თავად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ბანკეტსა და სკოლიდან გაცილებაზე მეტად ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაზე ოცნებობენ. რაც შეეხება მშობლებს, მათ „ბოლო ზარის“ და ბანკეტის გაუქმება ახარებთ კიდეც, რადგან ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა.

ეს კი მე-12 კლასელების კომენტარებია სოციალურ ქსელში:












 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება