TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„ახლაც, როდესაც ამ თემას ვწერ, ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ....“ -  ლეღვას N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის ჩანახატი
07-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ აფხაზავა საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას ჩანახატში აღწერს. მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


2011 წლის 15 სექტემბერი...

ამ თარიღით იწყება ჩემი ბავშვობის ახალი ეტაპი, აქედან იდგამს ფეხს ჩემი მიზნები, აქედან იშლის ფრთებს ჩემი ოცნებები...ამ  დღეს შევაღე პირველად სკოლის კარები. ეს ის დღე იყო, რომელსაც მოუთმენლად ველოდი.  აქ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. ეს დღე ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ნაწილია, რომელსაც მუდამ ტკბილად და ბედნიერად გავიხსენებ...

9 წლის შემდეგ კი... 2 მარტს.... მაშინ როცა ჩვენს გულებში გაზაფხულს უნდა გაეღვიძა, როცა ჩვენი გრძნობები უნდა გაემხილა, როცა ნაირფერი სიტყვები უნდა დაგვეკრიფა ერთმანეთისთვის სწორედ მაშინ... ეს დღე ჩემთვის ყველაზე განსხვავებული დღეა. ის  არ გამახსენდება ისე, როგორც სხვა დღეები, ალბათ... თუმცა იმედი მაქვს მომავლის ნათელი დღეები გადაფარავს მას. ვცდილობ, გადმოვცე ჩემი განცდები, ცოტათი რომ მიმიყუჩდა ხვალინდელი დღის იმედით... სხვანაირი დღე იყო, მოღრუბლული, ნაწვიმარი, ეს დღე რაღაც სხვას მოასწავებდა. დღემ მხიარულად ჩაიარა. დრო ძალიან ჩქარა გადიოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რომ მალე რაღაც შეიცვლებოდა, სკოლა დაიხურებოდა, ადამიანებს რაღაც დროით ერთმანეთს ჩამოგვაცილებდა, იმ ჩემს საყვარელ თანაკლასელებს, რომლებთან ერთადაც ვიცინოდი და ვტიროდი, რომლებსაც ჩემი გულის დარდს ვუზიარებდი, ასე მოულოდნელად დავემშვიდოდი... ნამდვილად არ წარმომედგინა ორშაბათი დადგებოდა და ჩემი საყვარელი მასწავლებლების ხმას ვერ გავიგონებდი. ჩემი დიდი სკოლის რკინის კარებს ვერ შევაღებდი. ასე პირველად მომენატრა სკოლა. გული სევდით ამევსო. აი, ახლაც როდესაც ამ თემას ვწერ, ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ, წვიმის პატარა წვეთები როგორ ეჯახება დედამიწის ზედაპირს.... ეს ვაკვირდევი ყოველ დღე ყველაფერს,  მარტო წვიმის წვეთს კიარა, მზის სხივებსაც, მერცხლის ჭიკჭიკსაც, ბავშვების ჟრიამულსაც, ვარდის კვირტობასაც... ისევ ის მაისი დადგა, ისევ ისეთია ბუნება, არა, არაფერი შეცვლილა ადამიანური ურთიერთობის დეფიციტისა. უკვე ბევჯერ მიფიქრია, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, როგორც შენს გვერდით მყოფი ადამიანები... რომლებსაც უყვარხარ და შენც ძალიან გიყვარს.  დღეს 6 მაისია, თემას ვწერ... ვწერ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით...  და ამ მიზეზს “მონატრება” ჰქვია... 2 თვე და 4 დღე არ არის ცოდა. ამ დროის განმავლიბაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ვისწავლე. 

მენატრება სკოლა! მენატრება სკოლის ეზოში პატარა თუ დიდი ბავშვების ხმაური! მენატრება ჩემი გიჟი და განსაკუთრებული კლასი! მენატრება! თურმე ძალიან მყვარებია თითოეული მათგანი, ისინიც კი, ვინც     ხშირად მიშლიდა ნერვებს. 2 თვეც კი საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ მეთქვა “ძალიან მენატრება!” “ძალიან მყვარებია!”

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება