მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
აჭარის ა/რ განათლების სამინისტრო მოსწავლეების განათლებასთან ერთად მათ ჯანმრთელობაზეც აქტიურად ზრუნავს. სწორედ სამინისტროს დამსახურებაა, რომ მოსწავლეებმა izrune.ge-ს „პირადი ჰიგიენის“ სავარჯიშო ტესტი უფასოდ გაიარეს.
გაიცანით, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის N11 საჯარო სკოლის საამაყო წარმომადგენელი, მეოთხე კლასის მოსწავლე - მიხეილ ზანდარაძე.
„მიყვარს izrune.ge ცოდნის მიღებასთან ერთად ძალიან სახალისოა. ღამე ველოდები 12 საათის შესრულებას ტესტის გასავლელად. izrune.ge - ს საშუალებით ვისწავლე დამოუკიდებლად შრომა და გამიჩნდა წიგნის კითხვის ინტერესი. ჩემი შედეგები და წარმატება დედას ძალიან ახარებს,“- ამბობს მიხეილ ზანდარაძე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმა, არამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“