TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მგონია, იწყება კაცობრიობის განწმენდა, მიხარია ახალი სამყაროს დაბადება“ - აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის პედაგოგის ჩანახატი
08-05-2020
-
+


ფოთის აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი მადონა დოლბაია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზე ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მასწავლებლის მიერ გადმოცემულ სათქმელს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

ერთ დღესაც გულგრილობაში და სიძულვილში, გაუტანლობაში დავიძინეთ და შიშსა და სიყვარულში გავიღვიძეთ... მტერი მოგვადგა, მან მხოლოდ სახელი შეცვალა... ის ნამდვილად არ გვართმევს სამშობლოს, ის მთელი სამყაროსათვის ერთი გახდა.  და, ამ დროს დედამიწამ სიყვარულში გაიღვიძა და გაერთიანდა ყველასათვის შექმნილი ლურჯი ბურთის გადასარჩენად. ამ სამყაროს ატრაქციონზე ზოგი მაღლა აღმოჩნდა, ზოგიც დაბლა, ზოგიც კიდევ კარუსელის შუა ნაწილში.

ჩუმი ფიქრები ვინ არის ადამიანი, რისთვის ვჩნდებით ან რატომ ვკვდებით. რა ჰქვია დაბადების პირველ წამს და უკანასკნელ ამოსუნთქვას შორის განვლილ წლებს... და ვართ კი საჭურისები მხოლოდ საკუთარი სულისა...“რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მის ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა. ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა...“ გენიალური შოთა... დიახ, ჩვენ კ ა ც თ ა, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, მრწამსისა, აზრისა თუ შეხედულებისა... რა მნიშვნელობა აქვს, სამყაროს რომელი კუთხიდან ვუყურებთ. ის ყოველი მხრიდან მშვენიერია... შვიდი დღე დასჭირდა უფალს ამ სილამაზის შესაქმნელად, რომელიც შეეძლო ერთ წამში შეექმნა, და რა ცოტა ჭირდება მის განადგურებას... „ნისლი ფიქრიაო მთებისა“ - კიდევ ერთმა გენიოსმა ბრძანა. წვიმაც ფიქრია ცხოვრებისა, და, იცით რატომ, მინდა ჩამოირეცხოს ყველა ის ნაკვალევი, რაც უფალს არ შეუქმნია. არ მინდა 15 წლის გოგონა წერდეს „ანა ფრანკეს დღიურებს, არ მინდა, პატარა სირიელი ბავშვი სიკვდილის წინ გვაშინებდეს შემზარავი სიტყვებით.

„მე ამას ყველაფერს ღმერთს მოვუყვები“.

ბევრი რამ არ მინდა. რა პატარააა წუთისოფელი, წუთისწუთებით დამწვარი... “მე მარცვალი ვარ, ღვთის კალთიდან გადმოვარდნილი... შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, როცა რაღაცით ვარ ბედნიერი“ - ხმამაღალი  სიჩუმით იფიქრა ოთარ ჭილაძემ... იქნებ, მართლა დაიწყო ჩვენი კათარზისი, იქნებ მართლა წაშალოს თქეშმა ბოროტება, სანამ უხილავი მტერი არ გაგვანადგურებს... მე კი, ამ სევდამ ხელში სახარება კიდევ ერთხელ ამაღებინა. (ის სახარება, რომელიც ერთადერთი განძია ჩემი ყოფილი სახლიდან გადმოტანილი, და, სანამ ნავი გემთან მიცურავდა, ზღვის მარილიანი წყლით სასტიკად დასველდა და მაინც ლამაზად გადარჩა).

მგონია, იწყება კაცობრიობის განწმენდა, მიხარია ახალი სამყაროს დაბადება. ისევ გაშლის ფრთებს ჯონათან ლივინგსტონი. შეხედა ღმერთმა ქვეყანას და თქვა. „ყველაფერი კარგია!“ ამას თქვენ გაძლევთ. კარგად მოუარეთ...“

მართლა რა პატარაა სამყარო უადამიანოდ. 

და, იხაროს სიკვდილმა მხოლოდ სიცოცხლით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება