სიახლეები
სკოლები

„საბოლოოდ და უპირობოდ გადავწყვიტე, გავხდები ექიმი, ჩემთვის, შენთვის და თქვენთვის“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასელის ჩანახატი
08-05-2020
-
+


„მე გავხდები ექიმი, ჩემთვის, შენთვის და თქვენთვის“ - პროფესიული არჩევანი პანდემიამ კიდევ უფრო განუმტკიცა ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლე სალომე სარიშვილს. როგორც მოსწავლე ჩანახატში წერს, სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელება სამედიცინო განხრით აპირებს. მოსწავლის თავლით დანახული კორონავირუსის გამო შეცვლილი რეალობა იხილეთ მის ჩანაწერში:

                                                                  მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ


კალენდარი, რომელიც კედელზე კიდია, ნელ-ნელა აჭრელდა, აფერადდა, რადგან თვითიზოლაციის დღეებს ფერადი ფანქრებით ვხაზავ, ვხაზავ გასულ დღეებს. ვხაზავ ხასიათისა და განწყობის მიხედვით; თუ მუქია ფერი, ის დღე უჟმურად და უხასიათოდ არის გასული, თუ ვარდისფერი ფანქრითაა, ან ცისფრად, ესე იგი, დღემ კარგად ჩაიარა.

რას ნიშნავს კარგი და ცუდი დღეები?! წინათ, სკოლის დღეებში, ან დრო არ მქონდა, ან არ მიგრძვნია დღეების სიკარგე და სიცუდე. ახლა, როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, (ანუ ბინაში, რომლის ფართობი სულ რაღაც 51 კვ.მეტრია) ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე, როგორც საკუთარ, ისე სხვების ხასიათში, თვისებებში. აი, მაგალითად, სკოლის დღეებში ერთი სული მქონდა, მალე მომესტუმრებინა დავალებები და გაკვეთილები, რომ ჩემს პატარა (8 წლის) დასთან მეთამაშა, ახლააა... დილიდან იწყებს ჩემს წამებას, ჯერ ხომ უთენია იღვიძებს და გაღვიძებისთანავე ცდილობს მეც გამაღვიძოს და მათამაშოს, რადგან მერე, 11 საათზე, ორივეს ონლაინგაკვეთილები გვეწყება. აღმოვაჩინე, რომ, საყვარელთან ერთად, პატარა დაიკო მომაბეზრებელი და წუწუნაც ყოფილა. დედა, რადგან ვერ იტანს ჩემს უსაქმურად ჯდომას, სულ ცდილობს ახალ-ახალი მხატვრული ლიტერატურა მაკითხოს. (ნუ ეს ძალიან საინტერესო ხდება შემდეგ, კითხვის პროცესში).
ზოგადად, მე ვერ ვგრძნობ იმ სიჩუმეს, რომელსაც საზოგადოება ასე განიცდის. ჩემთვის , გარდა იმისა, რომ სკოლაში არ დავდივართ, არაფერი შეცვლილა.

დედამიწამ კი მართლაც ამოისუნთქა, გაიწმინდა ჰაერიც და სუნთქვაც შესაძლებელი გახდა. საღამოობით ქუჩაში სასეირნოდ გამოსული ადამიანების ხმაურიც შეწყდა, ეზოში ბიჭებიც აღარ თამაშობენ ფეხბურთს. სახლიდანაც შენიღბული გავდივართ. ეს ყველაფერი ძალიან უცხო და ახალია ჩემთვის. ზოგჯერ ნაცნობებს რომ ვხვდებით, შორიდან ვესალმებით, არ გადავკოცნით ერთმანეთს, როგორც წინათ.

რა შეცვალა ჩემთვის ამ ვირუსმა, სახელად კოვიდ-19?! ჩემი ასაკისთვის  ზომაზე მეტი ფიქრი მასწავლა, დროის ფასი მასწავლა. ურთიერთობები უფრო ძვირფასი გახდა. ალბათ, ჩემი პროფესიის არჩევასა და სისწორეშიც უფრო დამარწმუნა, მე მინდა ისევე თავდაუზოგავად ვიდგე ჩემი ქვეყნის სამსახურში, როგორც დღეს სამაგალითოდ დგანან ჩვენი ექიმები. საბოლოოდ და უპირობოდ გადავწყვიტე- მე გავხდები ექიმი, ჩემთვის, შენთვის და თქვენთვის. ჩემი კალენდარი ყოველთვის ვარდისფერი ფანქრებით იქნება მხოლოდ შეფერადებული.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება