მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნინი შამილიშვილი თვითიზოლაციის პერიოდს ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე პანდემიისგან გამოწვეულ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე საინტერესოდ წერს.
იზოლაციის ჩუმი საიდუმლო
ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით ადამიანების მიერ განხორციელებული ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას, რომელიც თავის მხრივ, რაღა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. პრობლემა ერთი შეხედვით უარყოფითი შემთხვევაა, რომელსაც, ადამიანების აზრით, არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია, თუმცა დრომ და ახალმა გლობალურმა გამოწვევამ, რომელიც 2020 წლის დიდ პანდემიას უკავშირდება, დამარწმუნა, რომ პრობლემა შესაძლოა იყოს ის დადებითი ძალა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას დაინახოს, სად დაუშვა შეცდომა, კიდევ უფრო მომწიფდეს ამა თუ იმ საკითხში და რაც მთავარია, გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი.
18 წლის ვხდები და დღემდე არ დავფიქრებულვარ, თუ რას შეეძლო სამყარო შეეკრა ერთ მუშტად, ექცია ის საერთო სახლად და ადამიანი უფრო ჰუმანური გაეხადა. ჩემთვის მოულოდნელად რამდენიმე თვის წინ დედამიწის 7 მილიარდი მოსახლეობა NETFLIX-ის გმირის როლში გამოჩნდა, თითოეული ადამიანი ცდილობდა თავისი მცირედი წვლილი შეეტანა სიკვდილთან ბროლაში, მათ ერთმანეთზე ზრუნვა დაიწყეს, ერთმანეთი უფრო ძლიერად შეიყვარეს და დააფასეს. საზოგადოება მიხვდა ცხოვრების რეალურ არსს, რომ მთავარია ადამიანური ურთიერთობები და არა სხვა მატერიალური ღირებულება. დიახ! თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიამ ჯოჯოხეთის კართან მიახლოებული ბრბო გამოაფხიზლა და ახალი სული შთაბერა.
მთავარი პრობლემა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა დასაწყისში მძიმედ აღიქვა იზოლაცია და ე.წ. კარანტინის რეჟიმში ყოფნაა. ჩემთვის, აბიტურიენტისა და მომავალი სტუდენტისათვის რთული აღმოჩნდა ამ რეჟიმში ცხოვრება, თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, რომ იყო სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად და მეტი დრო დაუთმო მათ, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ყველაფერი. 2020 წელი სიჩუმისა და შორს მყოფი ადამიანების მონატრების წელია, თუმცა სიჩუმე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უძრაობა. ესაა საშუალება, დარჩე საკუთარ თავთან, იფიქრო არამხოლოდ ვიწროდ, არამედ გლობალურად, აღმოაჩინო დღემდე უცნობი, ახალი თემები შენთვის. აღსანიშნავია, რომ სიჩუმეში მრავალი საინტერესო იდეა იბადება, ადამიანებს უჩნდებათ ახალი ინტერესები, ცხოვრებას სრულიად სხვა თვალით უყურებენ და უკეთესები ხდებიან.
ახლა, როცა ნეგატიური ხმაური შეწყდა, რომელიც ავტომობილებსა და სხვა მექანიკურ საშუალებებს უკავშირდებათ, უკეთ გაისმა მელოდია ბუნებისა, ახლა ადამიანებს ესმით მისი, ესმით იმის, თუ რას უყვებიან ჩიტები ერთმანეთს, ხვდებიან თუ როგორი საამოა სიოთი მონაქროლი ფოთლების შრიალი, ქარის სევდიანი სიმღერა. ახლა, როცა ადამიანი გაჩუმდა ბუნება ღმერთივით აღდგა, დაიბრუნა ძველი ხიბლი, შარმი, ძალა, სიცოცხლე. მან თავიდან შეიყვარა ადამიანი, ადამიანს კი საკუთარი თავი შეაყვარა. ახლა უფრო ცხადია აზრი ჩვენი არსობისა, მნიშვნელობა ადამიანის ყოფნისა და სიყვარული უფლის ნაბოძებისადმი. ადამიანები მიხვდნენ თუ რაოდენ დიდი მონაპოვარია სიცოცხლე, უფრო დააფასეს ის და ამ სიჩუმეში უკეთ გაიგონეს ხმა ბუნების სახით მოლაპარაკე ღმერთისა.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...