მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ნიშანი არის დასჯის საშუალება, ნიშნით კი არ ვაჯილდოებთ ბავშვს, ვსჯით“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ დირექტორებისთვის ჩატარებული ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა.
„ნიშანი არის დასჯის საშუალება, ნიშნით კი არ ვაჯილდოებთ ბავშვს, ვსჯით. დამოკიდებულს ვხდით მთელი ცხოვრება თუ ვინმე რამეს არ გადაუხდის ან შეაქებს არაფერს გააკეთებს. ნდობის საკითხს სჭირდება ჯეროვანი ყურადღება სისტემის მხრიდან. უნდა ვენდოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს, მერე ისინი ენდობიან მასწავლებლებს, მასწვალებლები - მშობლებს, მშობლები - მოსწავლეებს და ასე“ - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
ცნობისთვის, დისტანციური სწავლების ფორმატმა, კიდევ უფრო გააქტიურა განმავითარებელ შეფასების მოდელზე გადასვლისა და ნიშნების გაუქმების საკითხი. ჩვენ ამ საკითხზე აქამდეც ვწერდით: ნიშნები თუ განმავითარებელი შეფასება - როგორ შეაფასებენ პედაგოგები მოსწავლეებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება