სიახლეები
სკოლები

„გამოწვევა თუ შესაძლებლობების გამოყენება“ - ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის შესახებ მსჯელობს
08-05-2020
-
+


„გამოწვევა თუ შესაძლებლობების გამოყენება“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის შესახებ საინტერესოდ მსჯელობს. დირექტორი გვიყვება, თუ როგორ შეხვდა სკოლა ახალ გამოწვევას და როგორ გაართვეს თავი მასწავლებლებმა კორონავირუსისგან გამოწვეულ ახალ რეჟიმს.

„სრულიად საქართველოს მასწავლებელთა გამოწვევა თუ შესაძლებლობის გამოყენება... წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების მუშაობა დისტანციური სწავლების რეჟიმში არის ახალი შესაძლებლობების გამოყენება. სახალისო, საინტერესო, ნოვატორული და მრავალფეროვანი, რომელიც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზეა დაფუძნებული. 

ამ ბოლო დღეებში არაერთხელ გაიჟღერა საქართველოს მასწავებელთა მიმართ სამადლობელმა სიტყვებმა. ჩემში კი კვლავ წამოტივტივდა წლების მანძილზე საყვარელი ფრაზა „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“, დიახ, განა გმირობის ტოლფასი არ არის დღეს ამ დაძაბულ ვითარებაში, გამოხატო მზაობა და გადახვიდე დისტანციურ სწავლებაზე. არადა მე, როგორც მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა 2019 წლის 30 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ მასწავლებელთა კონფარენციაში თემით: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე საკუთარი გამოცდილება  21-ე საუკუნეში, ჩვენ მცირეკონტიგენტიან სკოლაში თუ როგორ ვიყენებდი მე და ჩემი დაინტერესებული მასწავლებლები ინოვაციური გაკვეთილების ჩასატარებლად სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს: Edmodo-ს, padlet.com და toondoo.com.

ვცდილობდით კომპიუტერის „სათამაშო“ ფუნქციის შეცვლას და სასწავლო რესურსად გამოყენებას, აგრეთვე ჩვენი მოსწავლეები დაგვეცვა კიბერბულინგისაგან. წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვეში, უკვე 2020 წლის 14 მარტიდან სასწავლო საზოგადოებას  მოვუწოდებდი  გადავსულიყავით ონლაინ სწავლებაზე. კოვიდ 19-ის გამოჩენის დროს, აუცილებელი დარჩა სასკოლო საზოგადოების მასობრივი ჩართვა სწავლა სწავლების ოლლაინ პროცესში. შევშინდით, ჩვენ არ ვიცოდით მასობრივად როგორ გვემუშავა, თუმცა გვქონდა სურვილი ციფრული კომპეტენციების მიმართ ჩვენი გამოცდილება აქტიურად გამოგვეყენებინა შექმნილ ვითარებაში. დროულად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კარგი პლატფორმა შემოგვთავაზა Teams პროგრამა, გამართული გზამკვლევებით. 

შევადგინეთ მოდიფიცირებული გეგმები და ჩავერთეთ დისტანციური სწავლების პროცესში, ყველას გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებლზე ვუყუროთ პროექტ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს. ჩვენ, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ვცდილობთ, მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად სხვადასხვა უნარები შევძინოთ, რომ სამომავლოდ გამჭოლ კომპეტენციებზე გასვლა არ გაგვიჭირდეს.

მიდგომა და მზაობა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ დიდია, შევადგინეთ და გავწერეთ კალენდარული ცხრილი, შეიქმნა ჯგუფები, ვირტუალური საკლასო ოთახები, სამასწავლებლო და სადამრიგებლო. მასწავლებელი ტელეფონითა და მესენჯერით ახდენს კომუნიკაციას როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან. ჩვენ, მასწავლებლები მზად ვართ, მოსწავლის სწავლა-სწავლების და  სწავლა-აღზრდის საქმეს ვემსახუროთ კვლავაც რუდუნებით.  

მჯერა, რომ მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური ონლაინ კომუნიკაციით, ერთსულოვნებითა  და მაღალი თანამშრომლობითი კულტურით შევასრულებთ ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებს და შევძლებთ, სათანადოდ ვუპასუხოთ საგანმანათლებლო გამოწვევებს.

სრულიად საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოებას გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს“,-აღნიშნავს ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება