მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დიმიტრი გულუა ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საგნების მიმართ განსკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. დიმიტრი მონაწილეობს ზუგდიდის ტექნოპარკის პროექტში. პროექტზე სულ 4 მოზარდი მუშაობს, 3 ზუგდიდის ტექნოპარკიდან და ერთიც სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან. მოსწავლეები მუშაობენ დისტანციურად. პროექტს STEM მიმართულების ტრენერი უტა კილასონია ხელმძღვანელობს.
„პროექტის ტელესკოლის ფიზიკის გაკვეთილიდან წამოვიდა, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილი ტექნოპარკმა შეიტანა. მოსწავლეებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს დახურულ სივრცეში ადამიანთა რაოდენობას. მოზარდებმა პროექტის ძირითადი პროგრამულ ნაწილზე მუშაობა დაასრულეს, ამჟამად დიზაინზე მუშაობენ, ამიტომაც როგორ გამოიყურება მოწყობილობა, ეს დიმიტრი გულუას მიერ შექმნილ ანიმაციაზე შეგვიძლია ვნახოთ.
დიმიტრის თქმით, ადამიანი როცა შედის შენობაში, მონიტორზე ეწერება შესული ადამიანების რაოდენობა, თუ მეტი ადამიანი შევიდა, მოწყობილობა მოახდენს რეაგირებას. მოწყობილობის ერთი ნაწილი მონტაჟდება შენობის გარეთ, მეორე შიგნით. ის იბეჭდება 3D პრინტერზე და გარე კორპუსში ჩამონტაჟებულია სენსორი და ლაზერი.
მოზარდების მიერ შექმნილი მოწყობილობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებები უნიჭიერეს მოსწავლეებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც