სიახლეები
სკოლები

დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მოსწავლე წითელი ჯვრის ორგანიზაციას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს ულოცავს
08-05-2020
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-X კლასის მოსწავლე ნინო ხარაბაძე წითელი ჯვრის ორგანიზაციას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს ულოცავს.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.ამასთან დაკავშირებით ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რათა განსაკუთრებით აღნიშნონ ამ ორგანიზაციის უნიკალური როლი თავიანთ ქვეყანაში და მსოფლიოში. პანდემიის გამო, წელს, ამ ტრადიციას განსხვავებული სახე ექნება, რადგან COVID19-მა შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. მაგრამ წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრებს ცხოვრებაში არ შეცვლილა ბევრი რამ. ისინი განაგრძობენ ათასობით ადამიანის დახმარებას. წითელი ჯვრის მოხალისეები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის დროსაც. საქართველოში,მათ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო გაწეული სიკეთისთვის, ამ ორგანიზაციის თითოეულ წარმომადგენელს. საამაყოა ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოში 1918 წელს შეიქმნა და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად აგრძელებს სიკეთის კეთებას. ისინი მართლაც,რომ საამაყო და სამაგალითო არიან. იმედი მაქვს, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა გაიზრდება. ჩემი აზრით ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდათა ჩართულობას ამ საკითხში. რადგან ასე მათი ცხოვრება ბევრად საინტერესო და ნაყოფიერი გახდება. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას, რადგან ყველაზე ძვირფასი და დიდებული, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, არის უანგარო სიკეთე. წითელი ჯვრის საზოგადოება კი ამის თვალსაჩინო მაგალითია“.- აღნიშნავს მოსწავლე მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება