სიახლეები
სკოლები

„სიჩუმე დადის ქუჩებში, ქარიშხალივით გადაუვლის ორღობეებს“ - ფოთის N1 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის ხათუნა ხაჟომიას ჩანახატი
08-05-2020
-
+


მაშინ, სექტემბერო, მე შენ ჩვენს დაკარგულ აპრილს და გაზაფხულს გარქმევ! - საკუთარი ლექსითა და ემოციური ჩანახატით გადმოსცემს სათქმელს, თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ხათუნა ხაჟომია. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს პედაგოგის მიერ დაწერილ ჩანაწერს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


                                                                         რა გვასწავლა სიჩუმემ 

თურმე, ასეც ხდება - სიჩუმე მოდის და გელაპარაკება. მოდის ბავშვივით უბოროტო, გულწრფელი თვალებით, ხელებგაშლილი შენს ჩასახუტებლად, მაგრამ შენ არასდროს გეცალა მის მოსასმენად. ახლა კი გაანჩხლებულ, გაკაპასებულ ქალს დამსგავსებია იგი, ქალს, რომელსაც უღალატეს, არ მოუსმინეს, ვერ გაუგეს, რომელსაც არ გაუფრთხილდნენ, გული ატკინეს და თვალები მოლოდინის სევდით დაუსეტყვეს. დგას ახლა შენს წინ წელშიგამართული, მკაცრი გამომეტყველებით, შურისმაძიებელი ქალივით  და პასუხს გთხოვს თითოეული დაუფასებელი წამისთვის. გართმევს წელიწადის ყველაზე ლამაზ დროს -გაზაფხულს და გეუბნება, რომ შენს გარეშეც იყვავილებს გაზაფხული, ადამიანო, ის შენ უფრო გჭირდებოდა არსებობისთვის, გაღიმებისთვის, ბედნიერებისთვის. გართმევს გაზაფხულს და გტოვებს უკანმოტოვებული ზამთრის სუსხიანი დღეების ბურუსში. ვერც ფანჯრიდან დაინახავ გარეთ მიმავალს. მხოლოდ სიჩუმე დადის  ქუჩებში, ქარიშხალივით გადაუვლის ორღობეებს  და  სახლის წინ მტვრისა და ფიქრის კორიანტელს დაგიყრის.
 
შენი დედამიწა ახლა ოთახის ოთხი კედელია, რომელშიც ჟანგბადი არ გყოფნის, არც მზეა საკმარისი და არც მეგობარი გყავს ვინმე, თუმცა, აქამდე მეგობარიც არ გახსოვდა. ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმულს ადამიანებისთვის არ გეცალა, ღმერთისთვის არ გეცალა, საკუთარ თავთან ფიქრისთვის არ გეცალა ...
 
ახლა ? ახლა კი მონატრება სულის კედლებს ეხეთქება  და შენს სიმშვიდეს დაუნდობლად აწიოკებს.
-ადამიანი ღმერთივით და ღმერთი ადამიანივით მოგნატრებია? 
-კი, მომნატრებია...  ფიქრებით დიალოგში შედიხარ სიჩუმესთან.
ჰო,სწორედ ახლა მოგნატრებია ... ხედავ? თურმე, მარტო უნდა დარჩენილიყავი, რომ მოგესმინა, რას გეჩურჩულებოდა სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც არ ლაპარაკობდა, მაგრამ უნდა დაგენახა. სიჩუმე, რომელიც იცი, რა იყო?  -  დედამიწის ღვთაებრივი სილამაზე , ყოველი დღის ლამაზი ყვავილებივით გაშლა და სიყვარული,რომლის გაზიარებაც შეგეძლო ადამიანებისთვის ნებისმიერ დროს. ეს ყველაფერი ხელის გულზე გეტეოდა,  ადამიანო,  და იმის ნაცვლად, რომ მეორე ხელით მოხვეოდი და მოფრთხილებოდი, მუშტი შეკარი და ... გააცამტვერე...

მდუმარედ ზიხარ ფანჯარასთან და ოხრავ, რომ დღეს ისევ გაწვიმდა,თუმცა, საკითხავია, რა მნიშვნელობა აქვს ახლა გარეთ წვიმს თუ დარია?!  გარეთ ხომ მხოლოდ სიჩუმე დადის გიჟი ქალივით, ქარიშხალივით გადაუვლის მარტოსულ ქუჩებს და სახლის წინ მტვრისა და ფიქრის კორიანტელს დაგიყრის. და შენც დაჯექი, დაჯექი და იფიქრე ასეთი რა დააშავე? იფიქრე, იქამდე იფიქრე, სანამ არ მიხვდები. იცოდე, აუცილებლად უნდა მიხვდე, თორემ გაზაფხული უშენოდაც იყვავილებს, ადამიანო, დედამიწაზე ! ...
 
                        …..
,,როცა სექტემბერი მოვა ღიმილებით,
ზურგზე მონატრების სკივრით,
გულში ჩავიხუტებთ ერთმანეთს და
მხოლოდ სიყვარულით ვივლით.

როცა სექტემბერი მოვა ღიმილებით,
როცა ცად ავუშვებთ ფრანებს,
მაშინ, სექტემბერო, მე შენ ჩვენს დაკარგულ
აპრილს და გაზაფხულს გარქმევ!"

ჩანახატი და ლექსი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება