მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, უსაფრთხოების კომიტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სკოლის ექთნის მონაწილეობით დისტანციური შეხვედრა გამართეს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.
ამჯერად შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას COVID-19 ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების სავალდებულო წესების დაცვის შესახებ.
„გეგმიური ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ვალის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე- ეკა ხითარიშვილი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, უსაფრთხოების კომიტეტში საშუალო საფეხურის წარმომადგენელი წევრია და აქტიურად თანამშრომლობს კომიტეტთან. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა განვითარების ცენტრის თემის განვითარების ფასილიტატორი - მარიამ ნარიმანაშვილი, ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და შესაბამისი კლასის დამრიგებლები.
პრეზენტატორმა ონლაინ სესიაზე განიხილა შემდეგი საკითხები:
1.რა არის უსაფრთხოება ;2.რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი სწორი ინფორმაციის ცოდნა გავრცელებული კორონავირუსის შესახებ ;
3.რა არის კორონავირუსი ;
4.ვირუსის სიმპტომები ;ვინაიდან სკოლის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციაში სკოლის დირექცია, სკოლის ექთანი და უსაფრთხოების კომიტეტი ერთობლივად ზრუნავენ მოსწავლეებისათვის უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე და მზაობას აცხადებენ დროულ რეაგირებაზე იმ ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ბავშვის უსაფრთხოებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც