სიახლეები
სკოლები

„დაშვებული შეცდომები ბევრია, ახლა დაფიქრების დროა“ - ფოთის N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ჩანახატი
08-05-2020
-
+


მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ - თემაზე ფოთის N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა ამბალია ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

რა არ გადაგვხდენია  და რა არ გვინახავს,  მაგრამ მსგავს სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდით, ალბათ ვერ წარმოგვედგინა. მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩვენი ქვეყანაც მებრძოლთა რიგებშია და ჯერჯერობით თავს წარმატებით ვართმევთ ჩვენი ექიმების მუხლჩაუხრელი შრომითა და პროფესიონალიზმით. არადა, გარბიან სევდიანი დღეები, კვირები, თვეები... და ხელთ გვრჩება მონატრების უსაშველო სევდა. სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს.  ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა: დილით ადრე ადგომა, გაკვეთილები, დავალებები, მასწავლებლების ზოგჯერ კმაყოფილი და ბედნიერი სახეები, ზოგჯერ კი, ჩვენი გამოისობით, - უკმაყოფილო და შეწუხებული და ეს ყველაფერი ასე მოსანატრებელი თუ გაგვიხდებოდა, ვერ წარმომედგინა.
 
დღეს ცოდნის შეძენის არაერთი ფორმა გაგვიჩნდა, ონლაინ გაკვეთილების, სატელევიზიო გაკვეთილების, საშინაო სკოლის სახით, მაგრამ შეუცვლელია ცოცხალი ურთიერთობა: თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, დირექციასთან, ტექნიკურ  თანამშრომლებთან მუდმივი კონტაქტი, ახმაურებული დერეფნები, გაკვეთილის გაცდენის სიხარული, მოფერება, ჩახუტება, ზოგჯერ კამათი და კინკლაობა, მოკლედ ყველაფერი ის, რაც გვახარებდა და გვახალისებდა.

ახლა კი ფიქრის, განსჯის დრო დაგვიდგა. ადამიანი ფიქრისთვისაა გაჩენილი და ჩვენც ჩვენებურად ვაანალიზებთ მომხდარს, რატომ დაგვატყდა თავს ეს უბედურება. „მედალს ორი მხარე აქვსო“, იტყვიან,  ცუდიდანაც, შეიძლება, სასარგებლო დასკვნების გამოტანა. „დაშვებული შეცდომები ბევრია, ახლა უფრო დაფიქრების დროა.“

ალბათ, ადამიანებმა უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გარესამყაროზე, ეკოლოგიურ პროცესებზე. 
„ბუნება მბრძანებელიაო“..., გვასწავლის ვაჟა და ცხადია, ბუნებასაც მეტი გაფრთხილება  და სიყვარული სჭირდება, რომ ჩვენი მომხმარებლური ბუნებით ნაკლებად დავაზიანოთ. დავრჩეთ ოპტიმისტებად.

იმედია სიჩუმე, რომელიც ასე ხმაურობს ჩვენს სულში, წარსულის კუთვნილება გახდება და მეტად დავაფასებთ იმას, რაც ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრებაა. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება