სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი ამ კვირაში მიაგნებს იმას, რაც სურს - ვის აქვს წარმატების შანსი 14 მაისიდან და ვინ „შლის ფრთებს“?
11-05-2020
-
+


ამ კვირის პირველი ნახევარი, 14 მაისამდე, დაძაბულია და მეტ ყურადღებას ითხოვს. შემდეგ კი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს კარგი პერიოდი ეწყება - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. 

სატურნი და იუპიტერი ხდებიან რეტროგრადული, უკან მოძრავი - ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარსულში გვაბრუნებს და ძველი საქმეების მოგვარების დრო დგება. რაც ვერ დაასრულეთ ან არასწორად წარმართეთ, უნდა დაუბრუნდეთ და გამოასწოროთ.

მერკური გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, მოიმატებს დახვეწილი იუმორი, კომუნიკაცია, გონებამახვილობა. ასევე გააქტიურდება უარყოფითი ტენდენციებიც - ტყუილებისადმი მიდრეკილება, სულსწარფობა, მერყეობა.

მარსი გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში. საუკეთესო პერიოდია ცეკვისა და ხელოვნების სხვა სფეროებისთვის.

ვენერა ხდება უკან მოძრავი, ეს კი გვაბრუნებს ძველ პარტნიორებთან და ფინანსურ საკითხებთან.

შაბათს თეთრი მთვარე - სელენა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი ყველა სახის ინფექციების დასუსტებას გამოიწვევს.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის, ასეთია:

ვერძი: თქვენი ენერგოტონუსი ცოტა შემცირებულია, საქმიანი კუთხით კი ბრწყინვალე კვირაა. ახალი იდეების რეალიზებას შეძლებთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს დაამყარებთ. პროფესიული წარმატების მაღალი შანსები გაქვთ.

კურო: მთავარი ფავორიტი ხართ ამ კვირის. შარმიანი, ენერგიული ხართ. ფინანსური და შემოქმედებითი კუთხით კარგი დროა.

ტყუპები: 14 მაისამდე მოითმინეთ, არავითარი ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა მაღალია, 14 მაისიდან კარგი პერიოდი გეწყებათ. მეტი შანსი გექნებათ წარმატების.

კირჩხიბი: საუკეთესო პერიოდია თქვენთვის. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შემოქმედებითი ნიჭიც უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემთ. ინდივიდუალურ საქმიანობას ნუ დაიწყებთ, გუნდური მუშაობის დროა. ფინანსური და კარიერული გაუმჯობესების კუთხით კარგი დროა, თქვენი მეს საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალება გაქვთ.

ლომი: ნუ გადაიტვირთებით, საქმიანი კუთხით კარგი დროა. უამრავი იდეის განხორციელებას შეძლებთ. დროს ნუ დაკარგავთ არაფრის მომცემ, მეორეხარისხოვან ურთიერთობებზე. საქმეში გაქვთ დიდი წარმატების შანსი და ამას დაუთმეთ დრო.

ქალწული: ერთ-ერთი წარმატებული და ქარიზმატული ხართ, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი ხდებით. იდეების რეალიზების, უცხოელებთან კონტაქტებისთვის, რომანტიული ურთიერთობებისა და მატერიალური დივიდენდების მიღებისთვის კარგი დროა.

სასწორი: კვირის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ძველი საქმეები, კვირის მეორე ნახევრიდან ახალი პერიოდი გეწყებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას საინტერესო ადამიანების გაცნობის, ახალი საქმისა და პერსპექტივების დაწყების შანსს.  

მორიელი: ნევროზული პერიოდის შემდეგ, მშვიდდებით და ქარიზმატული ხართ. უფრო ენერგიული,  აქტიური ხდებით. ახალი სასიყვარულო პარტნიორებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის საინტერესო პერიოდია. ეძებთ და პოულობთ იმას, რაც გსურთ, ზუსტ არჩევანს აკეთებთ და ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ ორი კვირა. საუკეთესო დროა იდეების რეალიზებისთვის, პროფესიონალური განვითარებისა და ინტუიციის წამოწევისთვის.

მშვილდოსანი: კვირის პირველი ნახევარი დაუთმეთ ოჯახს, ეცადეთ კონფლიქტებს მოერიდოთ. მეორე ნახევარში უკვე „ფრთებს შლით“, ახალი ადამიანები შემოდიან ახალი იდეებით, რაც კარგ პერსპექტივებს გააჩენს.

თხის რქა: აქტიური, ენერგიული ხართ და კარგი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენა შეგიძლიათ. ამ კვირაში შემუშავებული გეგემები და შეკრული გუნდი, ივნისში კარგ დივიდენდებს მოიტანს. ეს არის საძირკვლის ჩადების კვირა.

მერწყული: კვირის მეორე ნახევრიდან იწყება კარგი პერიოდი, საკუთარი ქარიზმის, იდეების გამოსავლენად, ახალი სამსახურის, პროექტებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის კარგი დროა. კვირის პირველი ნახევარი ოჯახურ ურთიერთობებს დაუთმეთ.

თევზები: ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენთვის. ინტუიცია მაღალია და ზუსტი არჩევანის გაკეთებას შეძლებთ. შეიძლება იპოვოთ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს ინიციატივას. წარმატების მიღწევა შეგიძლიათ თითქმის ყველა სფეროში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება