მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ სწავლა-სწავლების ახალ მეთოდში. თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მეტად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები, მიუხედავად დისტანციური სწავლებისა, დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეებში ამგვარი წესის დამკვიდრებას. სპორტის გაკვეთილები საინტერესოდ ტარდება. მასწავლებლები ზრუნავენ, რომ ვარჯიშების ციკლთან ერთად, შესაბამისი თეორიული მასალაც მიაწოდონ მოსწავლეებს მათი ასაკის გათვალისწინებით, ითხოვენ მათგან პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას და მოსწავლეებიც არ აკლებენ მონდომებას, თვით ყველაზე პატარებიც კი. აი როგორი დავალებები შეასრულეს პირველკლასელებმა თემაზე - „ჯანსაღი კვება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც