სიახლეები
სკოლები

„გამარჯობა, მე ლალიკო ვარ, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე“ - ფოთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
12-05-2020
-
+


ფოთის N4 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე ლალო ენდელაძემ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა და საკუთარი განცდები გაგვიზიარა. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                                 „მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“           

დავიბადე, იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი... ვცხოვრობ იმისთვის, რომ მიყვარდეს... ვიცი რომ სამყარო ჩემი თვალით დანახულ ფერებს აღიქვამს... ოცნებას ვსწავლობ... ვთამაშობ მზესთან, ვფიქრობ რომ ოცნებები  ყოველთვის ფერადია...

გამარჯობათ, მე ლალო ენდელაძე ვარ, 10 წლის... ახლა რომ მკითხოთ, ვინ ვარ და რა მინდა, ალბათ  ცოტათი დავფიქრდები. ათ წლამდე სწორედ ისე ვცხოვრობდი, როგორც პირველივე აბზაცში დაგიწერეთ... ახლა კი მტკივა სამყაროს უსუსურობა, შიში ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, მზეს ნათელ ფერებში ვეღარ ვხედავ!.. მონატრება მიტევს, ეს მონატრების ერთი თვეა, რომელმაც ბრძოლაც კი მასწავლა.. მე ლალიკო ვარ, რომელსაც სკოლის კედლების მონატრება მშობლიურ ტკივილად გადაექცა. მე ის გოგონა ვარ, რომელიც ბრძოლის ველზე თითოეულ თანატოლთან ერთად უიარაღოდ იბრძვის..მე ის გოგონა ვარ,ყოველ დილით ფერმკრთალ დედამიწას შეშინებული რომ უმზერს და სჯერა, რომ ისევ გაიღვიძებს სამყარო და ნაცრისფერს ისევ ფერადი ფერებით შეცვლის...

მე უკვე მეოთხე კლასელი ვარ,მე ასე ადრე პირველად  დავემშვიდობე სკოლას, იმედი მაქვს ცოტა ხნით. ამ ოთხი წლის განმავლობაში,ცხოვრების ახალმა საფეხურმა მაჩუქა უამრავი წუთები, დღეები და წლები ჩემს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად. ჩვენ დღეს ერთად არ ვართ, ეს კი უხილავი მტრის ბრალია. გმირია ყველა, ვინც უხილავი მტრის წინააღმდეგ იბრძვის შიშველი ხელებით. მე ვისწავლე ბრძოლა, მაშინ როცა დედის ფრთის ქვეშ ამოფარებულმა მხოლოდ სიყვარული ვიცოდი... თურმე მარტო ზღაპარში არა, ჩვენს ცხოვრებაშიც არსებობენ ბოროტი, უხილავი ძალები, რომელიც მე, შენ, ჩვენ, თქვენ განადგურებას  სცდილობს, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს ყველგან და ყოველთვის....

გამარჯობათ, მე ლალიკო ვარ... ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე... მჯერა გათენდება ხვალ და ისევ იმ გზას  ჩემი ნაფეხურებით დავფარავ, სადაც სკოლა, ჩემი მეგობრები და მასწავლებლები მელოდებიან...


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება