სიახლეები
სკოლები

„ანატორის სევდიანი ისტორია“ - გთავაზობთ სანავარდოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინე ღვინიაშვილის მოთხრობას
11-05-2020
-
+


ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ღვინიაშვილი საინტერესო მოთხრობებს და ნოველებს წერს. ამჯერად პედაგოგი მოთხრობას - „ანატორის სევდიანი ისტორია“ გვიზიარებს.

ანატორის სევდიანი ისტორია

      საამური იყო სანახავად პირიქითა ხევსურეთის ულამაზესი სოფელი ანატორი - ვიწრო, ციცაბო ხეობებით, ტიტველი კლდეებითა და ქარაფებით, ამაყ ჯიხვებს რომ თავშესაფრად უქცევიათ, დეკით დაფარული მშვენიერი ფერდობებით, უტყვ დარაჯებად ამართული ხევსურთა ციხე-კოშკებით. ამიტომ იყო, რომ ასეთი ბუნების შვილნი, ხევსურნი, თავადაც ამაყნი, ზვიადნი, გმირული და პოეტური სულის, სტუმართმოყვარე და შრომისმოყვარენი იყვნენ.

  ლურჯთვალება, თხელ-თხელი სახისა და წარმოსადეგი აღნაგობის, მხარბეჭიანი და ვაჟკაცური - ასეთი იყო  18 წლის თორღვა, მამისა და დედის ერთა, ნაადრევად დავაჟკაცებული, როგორც ყველა ხევსური მამაკაცი, კოხტა ხევსურულ ტალავერში გამოწყობილი, ციცაბო გზებზე მიაჭენებდა ცხენს.

   სოფლის განაპირას, ტრადიციული დოღი იყო გამართული, დოღი, რომელიც ეწყობოდა ხოლმე  გარდაცვლილი მამაკაცის სულის საპატივსაცემოდ...

   თორღვამ, როგორც სხვა დროს, დრესაც იმარჯვა სხვა ახალგაზრდებს  შორის. იჯდა  ამაყად, წელში  გამართული, თვალებმოელვარე მზეჭაბუკი მამის ნაჩუქარ ბედაურზე. დიდი თუ პატარა ტაშით შეეგება ქარაფებიდან მშვიდობით დაბრუნებულ თორღვას. ყველამ მიულოცა შეჯიბრებაში გამარჯვება.

    მოტირალი ქალები თვალებს ეშმაკურად  აპარებდნენ მშვენიერი თორღვასაკენ, მხოლოდ მეზობელი სოფლიდან სატირალში მოსული ნანა  მორცხვად ხრიდა თვალებს, ცდილობდა, რაიმე არ შეემჩნიათ  სოფლის ქალებს, ხანდახან წამით თუ გააპარებდა თორღვასაკენ ზღვისფერ თვალებს.

    ქარვისფერდალალებიანი, კელაპტარივით  ჩამოსხმული, უმშვენიერესი გოგო იყო ნანა. ისიც თორღვას ასაკის თუ იქნებოდა. ქალ-ვაჟს ერთმანეთი თავდავიწყებით შეჰყვარებოდა.

    ხალხი დაიშალა. სოფელი ბინდმა მოიცვა... ლხინი  დასრულდა. ბინდ-ბუნდში კარგად  დაკვირვებული თვალი მოშრიალე ვერხვის ქვეშ, ორ  მოგიზგიზე გულს დაინახავდა და ერთმანეთზე  უგონოდ შეყვარებული ქალ-ვაჟის ჩურჩულსაც გაიგონებდა:

- მთელი დღეა თვალებით გეძებ, ნანაუ...

- სისაურების  კოშკთან ვიყავით  მოფარებულში, თორღვავ, როგორ  დამინახავდი.

- ძალიან  მამნატრებიხარ, ქალაუ, მამკალ  და  ვერ  ვითმენღა უშენობას, შენი  გულისამ...გული  აუძგერდა  ჭაბუკს  და  ქალი მკერდს  მიიკრა  უეცრივ...

  იმ  საღამოს  სოფელში  ამბავი  გავრცელდა. ვიღაცას  გუდანის  ხატისთვის  შუბი  უსვრია, ეს  კი  ავისმომასწავებლად  მიიჩნიეს  ანატორელებმა. გაისმა  ქალების  ვაი  და  ვიში,  მოთქვამდნენ  ხანდაზმული  დედაკაცები  მჯიღის  თავში  ცემითა და  ოხებით.

   თითქოს  არ  დაახანა  უბედურებამაც. დილით  მთელმა  სოფელმა შეიტყო  ბერდია  ბიბილაურის  მოულოდნელად  გარდაცვალება  -  ცოლ-შვილს  საწოლში გარდაცვლილი  ეპოვა. იმ  დღეს  ხუთი  ადამიანი  კიდევ  მოკვდა  ბერდიას   სამეზობლოში.

   სოფელს  თავზარი  დაეცა.  ჭირი  სწრაფად  იწყებდა  გავრცელებას. აბორგებული  ხევსურები  ,,ჯვარზე  აკრავდნენ’’  და  წყევლა-კრულვას  უთვლიდნენ  გაყოყოჩებულ  და  გადაგვარებულ  ახალგაზრდას, რომელმაც  მათი  წმინდა  ხატი  ასე  განარისხა. სჯეროდათ, რომ ეს  იყო  მიზეზი  მათზე  თავსდამტყდარი  უბედურებისა.

  ხევსურებმა  მდინარის  გადმოღმა  აკლდამების  აგება  დაიწყეს.  ვინც  კი  დასნეულდებოდა, თავისივე  ფეხით  იქ  უნდა  წასულიყო. მეზობელ  სოფელში  გადასვლა  ყველა  ანატორელს  ეკრძალებოდა, რათა  სენი  მთელ  ხევსურეთს  არ  მოსდებოდა, ხოლო  ვინც  დააპირებდა  წესის  დარღვევას, თოფით  მოკლავდნენ.

    ჭირი  ელვის  სისწრაფით  მოედო  სოფელს.იყო  ერთი  ზარი  და გლოვა.აკლდამები  მალე  მიცვალებულებითა  და  სნეულებით  გაივსო. მშვენიერი  თორღვას  დასნეულების  ამბავმა  თავზარი  დასცა  გულისწორს.

   ოჯახის  უკანასკნელმა, ჯერ  კიდევ  გადარჩენილმა  წევრმა, სანათამ  გოდებით  გააცილა  დედისერთა  ვაჟკაცი  აკლდამებში  დაბუდებული  სიკვდილის  გზაზე, ჭირმორეულ  შვილს სახე  დაუკოცნა  და  გაუშვა...

    ჩაძინებულ  გუშაგებს  სოფლიდან  ახალგაზრდა  ქალის  უჩინრად  გასვლა  გამოეპარათ.

-ახლავე  მოვდივარ,თორღვაუ,ახლავე,მერე  კი  ერთად  წავალთ  საიქიოში, ჩემო  ყველავ,მოვდივარ...-  იძახდა  ქალი  აკანკალებული ხმით  და წყვდიადში  მამცურად  იკაფავდა  გზას, აკლდამებისაკენ  მიმავალ გზას...

   შეყვარებულების  განაწამები  სახეები  ერთმანეთს  შეხვდნენ...ვეღარ  დაიტიეს  ტკივილი ახალგაზრდა  გულებმა, ცხარე  ცრემლით  გამოიტირეს თავიანთი  ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიცოცხლე, რომელიც იქ, სადღაც შორს დარჩა, გარეთ...იქ, სადაც  დეკა  და  ასკილი  ისევ  ყვაოდა, შემოდგომის  ჭრელი  ხეეები  ისევ  უდრეკად  იდგნენ...

- აქ კი  მხოლოდ  შავ-თეთრი  ფერებია, ჩემო  ნანა, ჩამეხუტე  კიდევ  ერთხელ, მაგრად  ჩამეხუტე, ჩემო  ყველავ... დილამდე  ალბათ  გავთავდები,-  ეუბნებოდა  ჩურჩულით თორღვა თავის  ნანას... და მაგრად  იკრავდა  ქალს  მკერდზე...

    გარეთ  ძაღლის  ყმუილის  ხმა  გაისმა. სარკმლის  იქით  სნეულები  სმენად  იქცნენ...

- ჩემი  ბასარა...აქაც  მომაგნო...სარკმელთან  ჩემი  ძაღლი  ყმუის...- ხვნეშითა  და  ვიშით  წარმოთქვა  სნეულმა  მოხუცმა.

- ო,რა  უსაშველოდ  იწელება  დრო, ქალაქისოდენა  ღამეა  ეს  დაწყევლილი!- მოისმოდა  აკლდამის  ერთი  ბნელი  მხარიდან...

   გავიდა  ხანი...სოფელი  ანატორი  მთლიანად  ამოწყდა, მაგრამ  დარჩა, როგორც თავგანწირვის, გმირობის, ვაჟკაცობის, ღირსეული  ადამიანობის  სიმბოლოდ, რაც უდიდესი სიამაყით გვავსებს ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ერთ-ერთი ულამაზესი  კუთხის - ხევსურეთის  ეს გასაოცარი  და  სევდიანი  ისტორია...

მ.ღ

10.04.20


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება