სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ნაწილს სექტემბრიდანაც სახლში დარჩენა მოუწევს? - წესები, რომლებიც სკოლებმა ახალი სასწავლო წლიდან უნდა დაიცვან
11-05-2020
-
+


ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა სოციალური დისტანცირება კვლავ აქტუალურია და როგორც ამ საკითხში ჩახედული ადამიანები გვეუბნებიან, ახალი კორონავირუსი წასვლას არსად აპირებს -  ჩვენ მასთან ერთად ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ.

ბუნებრივია, ასეთ დროს ჩნდება უამრავი კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხების მიღება ადვილი არ არის და მათ შორის ერთ-ერთი აქტუალურია მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების საკითხი.

გასაგებია, რომ სექტემბრამდე სწავლა არ აღდგება და შესაძლოა, ამ საკითხზე ახლა მსჯელობა ცოტა ნაადრევიც იყოს, თუმცა დაგვეთანხმეთ, ჩვენ კითხვებს არსებობის უფლება უდავოდ აქვს და შესაძლოა, თქვენს კითხვებთანაც არის თანხვედრაში. 

როგორ დაბრუნდებიან ბავშვები სკოლებში? რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ სასწავლო დაწესებულებებს და რამდენად დააკმაყოფილებენ ისინი წაყენებულ მოთხოვნებს? - Etaloni.ge-მ ამ საკითხების გარკვევა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელთან, მაია კობახიძესთან სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირი ჯერჯერობით საქმის კურსში არ არის, ამ მიმართულებით რაიმე მუშაობა მიმდინარეობს თუ არა, მაგრამ, როგორც ქალბატონმა მაიამ გვითხრა, არსებობს გარკვეული ღონისძიებები, რომლების გატარებაც ალბათ მოუწევს განათლების სამინისტროს და პირველ რიგში, ესაა სასწავლო დაწესებულებების უზრუნველყოფა სადეზინფექციო თუ ჰიგიენის სხვა საშუალებებით:

სერიოზული მომზადება მოუწევს განათლების სამინისტროს და ჯერჯერობით არ ვარ საქმის კურსში, ამ საკითხებზე მიმდინარეობს თუ არა მუშაობა, მაგრამ ფაქტია - საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გეგმის შემუშავება, რაც ასევე ბიუჯეტს უკავშირდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებისთვის სკოლები და საბავშვო ბაღები უნდა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ჰიგიენის სხვა საშუალებებით; ამასთან ერთად, ვფიქრობ, სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც სკოლაში ყველა შემსვლელს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს;

სკოლები და სააღმზრდელო დაწესებულებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სწრაფი ტესტებით, და ასევე ვფიქრობ, ის პედაგოგები, რომლებიც ქრონიკული დაავადების მქონენი არიან და წარმოადგენენ ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფებს, შესაძლებელია, დარჩნენ სახლში და მათ სახლიდან განაგრძონ მუშაობა.

ეს ყველაფერი არის სერიოზული სამუშაო და მადლობის მეტი, რა მეთქმის საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად, განათლების სამინისტროს მიმართ - უზარმაზარი მუშაობა გაწიეს, თუნდაც იმ მხრივ, რომ ხელფასები პედაგოგებს შეუფერხებლად მიეცემათ, მაგრამ სექტემბრიდან კიდევ უფრო სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ ყველაფერზე“.

დიახ, ოფიციალურ სტრუქტურებს ნამდვილად მოუწევთ დაფიქრება იმაზე, როგორ დაბრუნდებიან მოსწავლე-მასწავლებლები სკოლებში; ან, როდესაც სასწავლო დაწესებულებების სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფაზეა საუბარი, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგ სკოლაში წყალიც კი არ მოდის - ინფრასტრუქტურა სრულად მოსაწესრიგებელია და რაც მთავარია, რას ვუპირებთ ქრონიკული დაავადებების მქონე მასწავლებლებს - დავაყენებთ საფრთხის წინაშე თუ მართლაც გავუშვებთ სახლებში? - ასეთ დროს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოგვიწევს და იმედია, მანამდე ყველა არსებულ კითხვას სათანადო პასუხი დროულად გაეცემა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება