სიახლეები
სკოლები

„მიყვარს ჩემი მეგობრები და ყველა სულიერი დედამიწაზე“ - ფოთის N15 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ფოთის N15 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ლიზა საჯაია საკუთარი თვალით დანახულ პანდემიას ჩანახატში გადმოსცემს. რა ენატრება პატარა მოსწავლეს ყველაზე მეტად?! - გაიგეთ ამ კითხვაზე პასუხი მის ნამუშევარში, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ამ ვირუსმა ( COVID-19)-მა მსოფლიო დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. დაიხურა სკოლები, ხელოვნების სასწავლებლები, შეწყდა ყოველგვარი აქტივობები. ეს პანდემია შეეხო მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეგვეხო ჩვენ, ბავშვებს. დავრჩით სახლში კომუნიკაციისა და ურთიერთობების გარეშე, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. დადუმდა ქალაქი და დაისადგურა სიჩუმემ. ადამიანებს მოგვენატრა ერთმანეთი, უფრო მეტად დავაფასე მეგობრები, ჩემი პედაგოგები. პირადად მე, ძალიან გამიჭირდა იზოლირებულად, ხალხისგან დისტანციურად ყოფნა, რადგან ვარ ძალიან მხიარული, ენერგიული, კომუნიკაბელური. მიყვარს ჩემი მეგობრები და ყველა სულიერი დედამიწაზე.

მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მალე დაამარცხებს ამ ვირუსს და ადამიანები დავუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ვარ ამაყი, რადგან ჩვენმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო საქართველოში. ღრმად მწამს, როგორც სხვა მსგავსი ვირუსები დავამარცხეთ, ისევე დავამარცხებთ ამ ვირუსსაც ერთად დგომითა და უფლის რწმენით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება