სიახლეები
სკოლები

„უთქვენოდ დარეკილი ზარის ფასი“ - ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის პედაგოგი დირექტორის ფიქრებს გვიზიარებს და მეთორმეტე კლასელებს გზას ულოცავს
13-05-2020
-
+


ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მადონა დოლბაია პამდემიის გამო დახურული სკოლის ცარიელ კედლებში დარჩენილი დირექტორის განცდებს გვიზიარებს და მეთორმეტე კლასელებს გზას ულოცავს. ნახეთ მასწავლებლის ემოციურ ჩანახატი, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი დირექტორის განცდები.. ნაფეხურების კვალდაკვალ „ყველაზე რთული მასწავლებლისთვის ცარიელი სკოლის კედლების ნახვა ყოფილა, მაგრამ მე სკოლაში ყოველთვის ვრეკავ ზარს“- ფოთის ფიზიკა - მათემატიკის სკოლის დირექტორი მალხაზ გვიჩია.....

ბევრი წელი მიმუშავია განათლების სხვადასხვა სფეროში, ბევრი რამ მინახავს, კარგიც და ცუდიც, მაგრამ ასე უყვარდეს თავისი საქმე და ასე ეფერებოდეს, სკოლის კედლებში მოსწავლეების მკრთალ ნაფეხურებს, როგორ მალხაზ მასწავლებელი, იშვიათად შემხვედრია... მითხრა ჩემმა მეგობარმა მიმოზა ჭანტურიამ. თურმე ბოლო ზარისთვის საოცარი გეგმაც ჰქონია შექმნილი, სიურპრიზებითა და პოზიტივებით სავსე და... რატომღაც მომინდა მალხაზ მასწავლებლის ფიქრები ფურცელზე გადამეტანა და მას „უთქვენოდ დარეკილი ზარის ფასი,“... უთქვენოდ დარეკილი ზარის ფასი... ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, წითელი ხალიჩა, დეკორატიულად გაფორმებული სცენა, საერთო სევდანარევი სიხარული, კეთილი სურვილები და თვალცრემლიანი მასწავლებლები, დედები, ბებიები, ახლობლები..... დიახ, ასეთი ვიცით ადამიანებმა ბოლო ზარი, ზარი, რომლიც სიცოცხლის დასასრულამდე ლამაზ მოგონებად მიჰყვება ადამიანს, თუმცა... ყველაფერი შეიცვალა, დედამიწა გაჩერდა, დადუმდა ყველაზე მხიარული ორგანიზმი პლანეტისა, სკოლის შენობა დამუნჯდა. ამიტომაც არ იქნება არც ფერადი წარწერით აჭრელებული თეთრი პერანგი, წითელი ხალიჩა.... თითქოს გულიც გაჩერდა, არ ვიცი ამას რა ჰქვია, არც ერთი დღე სკოლის კარები არ ჩამიკეტავს ბავშვებო, ყოველი დილა სიმბოლურად მაინც ვრეკავდი ზარს, თქვენ ხომ აქ იზრდებოდით იმ პატარა მერხიდან დიდ მერხამდე და რამდენჯერ ცრემლი შიგ გულშიც ჩამწვეთებია... დღეს კი, მართლაც, უმძიმესი დღე მაქვს, ისევ ღილაკთან ვდგავარ და ბოლო ზარი უნდა დავრეკო.. უთქვენოდ უნდა დავრეკო კალენდარული ბოლო ზარი.. განვიცდი.... მერე კი იცით რას გავაკეთებ? - პატარა, თხელი ქაღალდის კალათაში ჩავალაგებ თქვენს ნატვრებს, მე ხომ თქვენი მეგობარიც ვარ და ვიცი, რა მიზნები გაქვთ. ამ სურვილებს თქვენს ნაცვლად გავუშვებ წითელ ფრანთან ერთად, ეს ახალგაზრდა სურვილები ჯერ რიონზე დახრილ ტირიფებს გადაუფრენენ, შემდეგ საკათედრო ტაძრის გუმბათსაც და ზეცას მიაწვდენენ თქვენს ხმებს....

მეც მაქვს ნატვრა, იმ კალათაში ჩემი ოცნებებიცაა. ჩემო ძვირფასებო, დამთავრდა ბავშვობა, ხომ დაირეკა ბოლო ზარი, წინ კი მომავალია, ძალინ მინდა, თქვენს ირგვლივ მუდამ კეთილმა ადამიანებმა იტრიალონ, იცით, ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში? იარეთ მხოლოდ სწორი გზით, იარეთ თავდაჯერებულად და პატიოსნად. იქნება პრობლემებიც, ოღონდ მინდა იყოს ცოტა და ადვილად გეპოვნოთ მისი გადაჭრის გზები... იცხოვრეთ ისე, რომ ათეული წლების შემდეგ გეთქვათ, ჩვენ გავიმარჯვეთ! მე კი ამ ზარს არასდროს დავივიწყებ, ის განსაკუთრებული იქნება ყოველთვის, ის თქვენთან და თქვენს უმისოდ დაირეკა.... მე არ გეტყვით მშვიდობით, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და მეგობრებმა კი სიცოცხლის ბოლომდე იციან მხარში დგომა... შეხვედრამდე....

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება