სიახლეები
სკოლები

„სიჩუმის ხმა, ანუ ფანჯრებს მიღმა დამდგარი გაზაფხული“ - ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


სიჩუმის ხმა, ანუ ფანჯრებს მიღმა დამდგარი გაზაფხული - ასე ასათაურებს ჩანახატს ფოთის N15 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასისი მოსწავლე ნატა ბარამია, რომელიც პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:

                                             სიჩუმის ხმა, ანუ ფანჯრებს მიღმა დამდგარი გაზაფხული

მაშინ, როცა ნების საწინააღმდეგოდ, სახლში მოგვიხდა ყოფნა, სიჩუმის დაფასების გზას გავუდექით, სილამაზის შეცნობა დავიწყეთ ან უბრალოდ განტვირთვას შევეცადეთ, ყოველ დილით, მაღვიძარას მაგივრად, თუ ფანჯრიდან შემოსული ქარის ზუზუნი ან თუნდაც ბაყაყების რიტმული ყიყინი ჩაგესმის და დილის პირველივე ამოსუნთქვაზე იგრძნობა, რომ დარაბებს მიღმა გაზაფხულია, მაშინ შენ ჩაწვდი სიჩუმის ჭეშმარიტებას.

საკუთარი სულის გამოქვაბულებში ჩაღწევის საშუალება არასდროს მქონია, რადგან არასდროს მყოფნიდა დრო საამისოდ. ახლა კი, როცა შემიძლია საათობით ვუყურო  ფანჯრიდან, შორს, ჰორიზონტზე შემდგარ ზღვის ტალღებს, ძლივძლივობით გავარჩიო იქვე მოფარფატე თოლია და წარმოსახვაში შევიგრძნო ტალღების ქაფის ტერფებზე შეხება, ვგრძნობ, როგორ ვიძირები საკუთარი სამყაროს სიღრმეებში, ისევე როგორც სველ ქვიშაში. აქვე სიმწვანეს გამოვკრავ ხოლმე თვალს, პირველად მაშინ ვიგრძენი გაზაფხული, როდესაც ერთ დილით, ფანჯრიდან, მეზობელ ეზოში მდგარი ის დიდი ხე შევამჩნიე, თითქოს ნაღველი, რომელიც მთელი ზამთარი ატარა, სადღაც გამქრალიყო, თითქოს ახალი ენერგიით შეგებებოდა დედამიწის მადლიერებას და ჩვენთვისაც გაეღო ბედნიერების კარი, მაშინ გამეღიმა, იმ დილით კი მივხვდი, რომ ჩემი აქ, სახლში ყოფნით, ბუნების სილამაზის აღქმა შევძელი.

იმ ხეს ყოველ დილით ვუყურებ და ძილის წინ, როგორც მეზობლად მცხოვრები საუკეთესო პატარა მეგობრები გახედავენ ხოლმე ერთმანეთს ფანჯრებიდან, მანამ სანამ შუქს ჩააქრობენ, მეც მას ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ისევ იქ დგას და ისევე უხარია გაზაფხულის სურნელება, როგორც მე.

მე მასთან ერთად შევძელი სიჩუმის შეცნობა. აივანზე საათობით ვიჯექი და გავყურებდი ამ ხეს, რომლის ჯიშზე წარმოდგენაც არ მაქვს, არც ის ვიცი რატომაა ასეთი დიდი და ზურმუხტისფერი, მაგრამ  ვიცი, რომ თავის თავში დედამიწის მთელს საიდუმლოებას ატარებს. საიდუმლოებას, რომელსაც მას შემდეგ გავიზიარებ, რაც სიჩუმის გაგებას შევძლებ. და ერთ დღესაც, მივხვდი, როგორ გაუფერულდა ჩვენ ირგვლივ არსებული ხმები, როგორ დავრჩით მე და სამყაროს ჭეშმარიტების მოციქული ხე ერთად, ამ სამყაროს ქაოსსა და კოსმოსის სიმშვიდეში, ერთდროულად.

და მაინც, მე მენატრება სამყაროს ხმაური. სათქმელიც ბევრი მაქვს გარე სამყაროსთვის, მინდა ყველას გავუზიარო ის რაც თავად ვიგრძენი ამ ჩაკეტილობაში, მინდა ფართოდ გავხსნა დარაბები და ის ზაფხულის სურნელი, რომელიც ჩემში ამდენ ხანს ვაგროვე, ყველას გავუზიარო. და იცით რა მაშინებს ყველაზე მეტად ? - ადრე თუ გვიან, ვიმედოვნებ მალე, სამყარო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მაშინ იქნებ ვეღარც კი შევძლო ამ ხისთვის თვალის შევლება და ჩემი მოგონებების ფურცლებზე ნელ-ნელა გაუფერულდეს მისი მოჩვენება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება