სიახლეები
სკოლები

ფოთის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ემოციური ჩანახატი
11-05-2020
-
+


ფოთის N15 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შეორენა გუჯაბიძე კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ რეალობაზე ემოციურ ჩანახტს გვიზიარებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

კარგია სიჩუმე... განმარტოვდები ამოჩემებულ სავარძელში და დამღლელად ხმაურიანი დღის შემდეგ სიჩუმეში ფიქრობ - ხვალ გაკვეთილების შემდეგ მშობლებს მოვიკითხავ, ვიცი, გაუხარდებათ... პირად ბანკირს ვესტუმრები, ანგარიშები უნდა გადავამოწმო... პატარებს ფაფა გაუთავდათ და აფთიაქიც იქვეა...მეგობრის დღეობისთვის საჩუქარი მაქვს შესარჩევი... იასამნის ნერგებს უკვე ჩამოიტანდა ის მშვენიერი ახალგაზრდა ქალი... თემები უნდა გავასწორო - ერთი სული მაქვს, ჩემი მერვეკლასელების ნაწერებს როდის წავიკითხავ, საბას ნაშრომი უკვე მომხვდა თვალში -„ვისურვებდი გმირების ეპოქაში დავბადებულიყავიო...“ „გარდაცვლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება...“ - ძილბურანში მყოფს, ვინ იცის, მერამდენედ ჩამესმის დროის სხვადასხვა მონაკვეთში ყველა საეთერო არხიდან გაჟღერებული ხმა... სალომე პირბადეებს ამზადებს... - დეე, აღდგება ჩემი სამსახური? - გიორგის დაძაბული მზერა პატარებს არ სცილდება... ვერ ჩამოვდივარ, ქალაქი ჩაიკეტა, - მწერს უმცროსი - მენატრებით, უსაშველოდ... საბას თემა გავასწორე. არც ერთი წითელი ხაზი არ გამისვამს. არ მომინდა! ისედაც ხომ ბევრია ხაზები - შენიშვნები, გაფრთხილებები, შეცდომები... საბა, ხვალ რომ შევხვდებით, გულში ჩაგიკრავ და გეტყვი: - საუკეთესო დრო, ეპოქა ისაა, რომელშიც ცხოვრობ, რომელშიც შეგიძლია, იხმაურო - იფიქრო, თქვა, გააკეთო, თანაუგრძნო და თავად გათბე გაცემული სიხარულით. არ მოდუნდე, ყველას მისწვდე და ყველას ჩასჩურჩულო - ცუდი ჩაივლის, ადვილად და მალე, როცა ერთად ვიქნებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ ... გმირებად ასე იქცევიან, მოდი, ვცადოთ და გამოგვივა! - ბო, ბო, ბო, - კალთას მაგლეჯს ცეროდენა თინანო, ზურმუხტი თვალები უელავს, თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ ბებია სულ მასთან არის და სახელიც შემირჩია _ „ბო“ კარგია სიჩუმე?! კარგია, ოღონდ ხვალ... სასიამოვნოდ ხმაურიანი დღის შემდეგ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება