სიახლეები
სკოლები

„მონატრების ერთი თვე თითქოს საუკუნედ იქცა“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
11-05-2020
-
+


ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მიქელაძე თემაზე „მონატრების  ერთი თვე“ ჩანახატს აკეთებს და კორონავირუსით შეცვლილ ცხოვრებაზე წერს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

დღევანდელი მსოფლიო უდიდეს პრობლემას უპირისპირდება, რომელიც COVID-19-ის სახელითაა ცნობილი. ის სინათლის სისწრაფით ვრცელდებოდა, შეიწირია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში და სხვა ქვეყნებში მიიღეს უკიდურესი ზომები თავდაცვის მიზნით, ერთ-ერთი კი კარანტინის შემოღება იყო.

კარანტინის პირველი დღეები ჩვეულებრივად მიდიოდა, ვფიქრობდი, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი დამთავრდებოდა, რადგან არ მქონდა გააზრებული, თუ რამდენად სერიოზულად იყო საქმე. კარანტინის დღეები გრძელდებოდა, მე კი ვგრძნობდი თუ როგორ ვკარგავდი პროდუქტიულობის უნარს. გავაანალიზე, თუ რამდენად მეხმარებოდა გარეთ გასვლა და სანაპიროზე თუნდაც ნახევარი საათით სეირნობა, თითქოს ამ დროს მთელი სხეული ენერგიით იმუხტებოდა, რომელსაც შემდეგ ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი. მონატრების გრძნობა თანდათან იზრდება, მენატრება თანაკლასელები, მასწავლებლები და საგაკვეთილო პროცესი, რომელიც კაბინეტებში გვიტარებოდა. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, თუმცა ამ მომეტში ძველი ცხოვრების რიტმი მენატრება.  კავშირი მეგობრებთან კვლავ შენარჩუნებული გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის.  

ონლაინ გაკვეთილების პროცესში მასწავლებლები ჩვენს გამხნევებას ცდილობენ და გვეხმარებიან არსებული სიტუაციასთან შეუგუებაში. მონატრების ერთი თვე თითქოს საუკუნედ იქცა, რომელსაც დასასრული აღარ უჩანს. ერთ დროს ჩვენთვის მცირედი, უმნიშვნელო მოვლენები გახდა მნიშვნელოვანი და სანატრი.

მაგრამ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დამთავრდება. დედამიწის მოსახლეობა კვლავ შეძლებს ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, კვლავ შევხვდებით მასწავლებლებსა და თანაკლასელებს. შეგვეძლება სკოლის დერეფანში დროის გაყვანა, მანამ სანამ ზარის დაირეკება. კვლავ შევძლებთ თბილი ჩახუტება ვაჩუქოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. კვლავ შევიგრძნობთ ცხოვრების რიტმს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება