სიახლეები
სკოლები

„ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლე ლიკა გოგიტიძე კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაზე ჩანახატს აკეთებს და დასადგურებულ სიჩუმესა და მონატრებაზე საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


როგორც ვხედავთ, ცხოვრება მეტად რთულ სიტუაციაში გვიწევს. დღევანდელი რეალობა მართლაც რომ სამწუხაროა. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ვირუსმა, ასეთმა პანდემიამ და კარანტინმა არაფერი გვასწავლა სახლში ჯდომისა და უმუშევრობის გარდა. მაგრამ საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ მივხვდებით, ზემოაღნიშნულმა პირობებმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და ცხოვრება ახალი თვალით დაგვანახა.

პირადად მე ამ თვეში გავაანალიზე, რომ ყოველი წუთი თუ წამი დასაფასებელია. უფრო ბევრი დრო უნდა გამეტარებინა ოჯახთან ერთად. დროს მათთან ერთად ვატარებ და ერთმანეთს ჩვენს განსაცდელს ვუზიარებთ. ვცდილობ, დღე პოზიტიურად დავიწყო და თავს არ მივცე უფლება, რომ პანიკას ავყვე. ეს დამეხმარება, რომ როდესაც თავისუფლებას დავიბრუნებთ, არ მქონდეს დაკარგული ყველაფრის იმედი და ხალისი. 

,,სიჩუმე ბევრი რამის მასწავლებელია”. სანამ მთელ მსოფლიოში სიჩუმემ არ დაისადგურა, მანამ ვერ მივხვდით ვერაფრის ფასს. ერთი მხვრივ, ეს ჩემთვის კარგიც გამოდგა, რადგან დავიწყე ჩემს მომავალზე ფიქრი, რის განხორციელებასაც ამ ყველაფრის შემდეგ შევძლებ.

რა არის მონატრება? ეს უკანასკნელი ენით აღუწერელი გრძნობაა, რომელიც სულში სწვდება გრძნობებს. გადის დღეები და კვლავ მოდის მონატრება არამარტო  ძვირფასი ადამიანების, არამედ ჩვენი ქალაქის, რომელიც მუდამ სავსე იყო ხალხით და ახლა სრულიად ცარიელია. მომენატრა სკოლა, კლასელები, მეგობრები და მასწავლებლები. მათთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

,,იმედით ცხოვრობს ადამიანი და არსიც მისი ერთადერთი ქონება იმედია”- თომას კარლეილი. იმედთან ერთად, რაც მთავარია უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. იგი არის დიდი ძალა რაც კარგის კეთებისაკენ გვიბიძგებს, ის ყოველთვის გვაძლევს შინაგან სიმტკიცესა და მომავლის ურყევ იმედს.

,,ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია”. ყველას მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში, იყოთ იმედით სავსე, არ დაკარგოთ არაფრის იმედი, რწმენა და არ აყვეთ პანიკას. ყველაზე მთავარი, დავემორჩილოთ ექიმების მოთხოვნილებებს და ყველაფერი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. მაგრამ უკვე ყველაფრით კმაყოფილნი და ბედნიერი სახეებით, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. აქ წერტილს დავსვამ, თუმცა უსაზღვროდ შემიძლია ვილაპარაკო, თუ რა მასწავლა სიჩუმემ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება