სიახლეები
სკოლები

„მთავარია ისწავლო ნიშნების გამო კი არა, საკუთარი თავისთვის“ - „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლის ჩანაწერი
12-05-2020
-
+


რა მასწავლა სიჩუმემ - ამ თემაზე შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი დოლბაია ჩანახატს აკეთებს, სადაც ონლაინ სწავლებაზე საუბრობს. „მთავარია ისწავლო ნიშნების გამო კი არა, საკუთარი თავისთვის“ - მოუწოდებს მოსწავლე თანატოლებს.


რა მასწავლა სიჩუმემ...

მასწავლა და ჩემი თვალით დამანახა სკოლა კარანტინში...

ცოტა არ იყოს, რთულია წარმოიდგინო შენი თვალით დანახული სკოლა კარანტინში, რადგან აი, იმ გარემოს, სადაც ჩვენ, ბავშვებს გვიწევდა ყოველდღღიურად სიარული და სწავლა, მას ვერაფერი შეცვლის.

ჩვენ ახლა გვიწევს ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელება, რადგან ამის მიზეზი სწორედ, რომ კორონავირუსი (COVID_19) გახლავთ. ჩემი აზრით, რთულია ისწავლო ონლაინ ან პირიქით, ასწავლო ონლაინ.

ბავშვებს გვეზარებოდა დილით ადრე გაღვიძება, შემდეგ ადგომა, მოწესრიგება და სკოლაში წასვლა, ახლა კი ისეთი პერიოდი დადგა, რომ ვნატრულობთ სკოლაში სიარულს. სკოლის გადმოტანა სახლში იგივეა, რაც ონლაინ სწავლება. სკოლის გარეშე გატარებული დღეები არც თუ ისე საინტერესო და სახალისოა, დრო ისე უცებ გადის რომ ვერც კი ვხვდებით. სკოლა ვიცი, რომ ყველა ბავშვს ძალიან ენატრება და უნდა  დაბრუნება,  თუნდაც იმათ ვისაც სწავლა საერთოდ არ უყვარდა და არ აინტერესებდა.  სკოლა კარანტინში ძალიან მოსაბეზრებელია, რადგან უმრავლესობა ბავშვებისა არ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. სასწავლო პროცესის ჩაშლამ დიდი ცვლილება მოახდინა. ყოველი დღე უხალისო და მოსაბეზრებელიც გახადა, რადგან სკოლა ბავშვებისთვის „ყველაფერია“. ასე სერიოზულად აღარ უდგებიან ონლაინ განათლებას, რადგან იციან, რომ ნიშნები არ იწერება და ამით მშვიდად და უდარდელად არიან. პირადად ჩემთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია განვითარდე და ისწავლო  „ნიშნების“ გამო კი არა, არამედ საკუთარი თავისთვის, სკოლაში იმიტომ კი არ უნდა იარო, რომ „არა“ არ დაგიწერონ,  არამედ იმიტომ, რომ განვითარდე, რაღაც ახალი შემატო შენს თავს,  ცხოვრებას. მე მინდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს სკოლაში დაბრუნების, რადგან თურმე ეს „ბედნიერება“ რაც „უბედურებად“ გვეჩვენებოდა, ახლა დასაფასებელი და სანატრელი გაგვიხდა, ამიტომ დავაფასოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა, რადგან ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა,  მაგრამ ამავდროულად საინტერესოც.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება