სიახლეები
სკოლები

„მადლიერებისა და შენდობის დროა“ - „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლის თვალით დანახული სკოლა სახლში
12-05-2020
-
+


მადლიერებისა და შენდობის დროა - ასეთია მთავარი მესიჯი, შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა–გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლის ოთარ გუნცაძის ჩანახატში, როგორია მისი თვალით დანახული სკოლა სახლში. გამომყევით ჩემი ფიქრის სამყაროში... - გეპატიჟებათ მოსწავლე და მიიღეთ მისი მიწვევა: 

                                                         
                                                        მადლიერებისა და შენდობის დროა


რა მასწავლა სიჩუმემ...

მასწავლა როგორი ყოფილა სკოლა სახლში. თქვენ იცოდით? დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდით. თქვენ ხომ მსგავს რამეს ვერც წარმოიდგენდით...  

გინდა გიამბოთ, თუ როგორია ჩემი თვალით დანახული სკოლა სახლში? ვიცი, რა თქმა უნდა, გაინტერესებთ. ჰოდა, გამომყევით ჩემი ფიქრის სამყაროში...

ვფიქრობ და ნამდვილად ასეა: მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიასთან დაკავშირებით, ყველანი - დიდი თუ პატარა, 70-ე დღეა, შინ - სახლში  ვართ, რათა თავი დავიცვათ მომაკვდინებელი ვირუსისაგან. 

უჩვეულო რეჟიმში - დისტანციურად გვიტარდება გაკვეთილები. არსებულ სიტუაციაში ეს კარგია, მაგრამ ჩვენ - ახალგაზრდებს ხომ მეტი გვინდა...

ჩვენ აღარ გვინდა საკომენდატო - საკარანტინო პირობებში ცხოვრება, დაკეტილი სკოლები, საკლასო ოთახები და სხვა დანარჩენი... 

დაცარიელებული ქუჩები, სოციალური დისტანცირება და სახის ნიღბები გვახსენებს, რომ მადლიერებისა და შენდობის დროა. საკუთარ თავში უკეთ ჩახედვისა და იქიდან სამყაროს უკეთ დანახვის დროა.  საჭიროა მეტად გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს.

მჯერა, რომ მალე დასრულდება ჩვენს ქვეყანაში საკარანტინო მდგომარეობა და ერთფეროვან დღეებს ჩაანაცვლებს აქტიური ცხოვრების რიტმი. ახალი ძალითა და შემართებით შევუდგებით დასახული მიზნების განხორციელებას.

მოვა, აუცილებლად მოვა ხმაურისა და ჟრიამულის დრო და ჩვენ დავუბრუნდებით ნამდვილ სკოლას და არა სკოლა–სახლს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება