სიახლეები
სკოლები

„უცნაურმა ვირუსმა  გვაიძულა...“ - „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


უცნაურმა ვირუსმა  გვაიძულა... - ასე ასათაურებს საკუთარ ჩანახატს შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია ჭიჭილეიშვილი, რომელიც პანდემიით შეცვლილ რეალობაზე საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 


    
                                                                   უცნაურმა ვირუსმა  გვაიძულა...

რა მასწავლა სიჩუმემ...

იმის  გამო, რაც დღეს  მსოფლიოშია შექმნილი, რომელიც  უკავშირდება ერთ-ერთ გავრცელებულ ვირუსს – კოვიდ-19  ვერ ვახერხებთ სკოლაში სიარულს.

ჩვენ კი  რაც შეგვიძლია და რასაც მართლა ვაკეთებთ, ეს ონლაინ სწავლებაა. სიმართლე გითხრათ, არც ისე ადვილია ეს ყველაფერი, რადგან  რთულია საკითხის გაგება, მასწავლებლები ბევრს შრომობენ  და ამას ვაფასებ, მაგრამ მაინც არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სკოლაში,  თუმცა ეს ყველაფერი მაინც კარგია. 

ჩვენ არ ვცდებით, პირიქით, მეტს ვმუშაობთ. ალბათ, ადრე რომ გეთქვათ სკოლის გადადების საკითხის შესახებ,  გამიხარდებოდა კიდეც,  მაგრამ იმის შემდეგ, რაც მივხვდი თუ რა რთულია სკოლის გარეშე არა მარტო განათლების მიღება, არამედ ცოცხალი ურთიერთობები,  ჩემი პასუხი შეიცვალა და ძალიან გული მწყდება,  რომ დღეს სკოლაში არ ვართ.

ახლა გავიგე ის, რომ სკოლა გვაძლევს ძალიან დიდ რამეს როგორიცაა: განათლება, მეგობრები, სიხარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლულ სასკოლო ცხოვრებას და ა.შ.  ამ ყველაფრის დანახვა კი უცნაურმა ვირუსმა გვაიძულა.

ვიმედოვნებ კაცობრიობა მალე დაძლევს ამ პანდემიას და დავუბრუნდებით ძველი ცხოვრების წესს  და,  რაც მთავარია, დავბრუნდებით სკოლაში.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება