სიახლეები
სკოლები

„ერთადერთი მიზანი, რატომაც ღამის 4 საათზე ამ წერილს თქვენთვის ვწერ, არის...“ - ფოთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


თუ ეს წერილი შენამდე მოაღწევს და ამით შენში რამეს შეცვლის, მერწმუნე, ჩემზე მადლიერი არავინ იქნება - ამ წინადადებით სრულდება თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ლიზი კაკაბაძის ჩანახატი. თუ დაგაინტერესდათ რა წერია ბოლო წინადადებამდე და რას მოგიწოდებთ მოსწავლე, გაეცანით  ჩანაწერს, რომელსაც ჩვენ  უცვლელად გთავაზობთ: 

                                                 მონატრების ერთი თვე -  რა გვასწავლა სიჩუმემ 
                                                                                                                                         
მოსაღამოვდა, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, ყველა  ტკბილ ძილს მიეცა, მე კი ისევ მარტო დავრჩი,  ჩემს ფიქრებთან.

ვფიქრობ ყველაფერზე, არაფრის გარდა. უჩვეულოა თითოეული წამი, თითქოს შენს თავში ყველა ემოციამ ერთმანეთი გადაფარა. დღევანდელმა რეალობამ შეცვალა დაუფიქრებელი მომენტები, ის წუთები,  რომლებიც არც კი გვანაღვლებდა. შეცვალა დამოკიდებულება ადამიანების, ცხოველების ან თუნდაც საქმის მიმართ. ეს ცვლილებები ყოველდღიურად ხდება ,ვაწყდებით მრავალგზის პრობლემებს. თუმცა მაინც ვფიქრობ ,რომ ყველაფერში უნდა ეძებო რაღაც გზა, შეგიძლიათ მას, უბრალოდ, გამოსავალი უწოდოთ, მე კი მას ბედნიერება დავარქვი. დიახ, ეს შანსია, შეიძლება გიკვირს და ფიქრობ, თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვაში, მაგრამ გპირდები, სულ მალე შენით გასცემ ამ კითხვას პასუხს.  

მონატრება - ეს არის გრძნობა, რომელმაც ამ დროის მანძილზე ყველა ცოცხალ არსებას ბოლო მოგვიღო,  პირადად მე კი სუნთქვა შეკრული ნაპირზე გამომრიყა. 
      

ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია, თითქოს სულ მალე დასრულდება, მე ისევ ისე ტკბილად მძინავს და ველოდები მამას, რომელიც ყველაზე ადრე დგება, შემდეგ ჩუმად მეც და ჩემს ძმასაც შუბლზე გვკოცნის და მიდის სამსახურში, რათა თავისი სამშობლო დაიცვას. შემდეგ ვუცდით დედის ნარნარა და ტკბილ ხმას, რათა გაგვაღვიძოს და გვითხრას, რომ სკოლაში წასვლის დროა. 

როგორ მინდა ეს ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც ადრე, მაგრამ ვხვდები, რომ უბრალოდ რეალობაა და ვერსად გავექცევით.  უკვე ვეღარ გამაღვიძებს დედა და ვერც მამა მაკოცებს შუბლზე ,რადგან ორივეს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და ვალდებულება აკისრია. 

არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, მე ამ ყველაფერს სათანადოდ არ ვაფასებდი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მშობლების ამაგი თითოეულ ჩვენგანზე, ან თუნდაც იმ ადამიანის თბილი თვალები, რომელსაც დილით ავტობუსით სკოლაში მივყავდით. 

დიახ, ეს არის შანსი ყველა ჩვენგანისთვის, ვისწავლოთ სიყვარული, დავთესოთ სიკეთე, უბრალოდ, გავიღიმოთ და დავტკბეთ იმით, რომ საერთოდ თვალები გავახილეთ და დავინახეთ ულამაზესი ცა, მოკაშკაშე მზით.  
მიჩნდება კითხვა - თურმე როგორი გასაოცარია ყველაფერი, ჩვენ კი არ ვუკვირდებოდით. როგორ მინდა ისევ მომესალმოს სალაროში მდგომი გამყიდველი, მეეზოვე, რომელიც ყოველთვის წუწუნებდა, როგორ მინდა ისევ მოირბინოს იმ ცუგამ ჩემთან, რომლისთვისაც დილდილობით საკვები ჩამქონდა. 

ერთადერთი მიზანი კი რატომაც ღამის ოთხ საათზე ამ წერილს თქვენთვის ვწერ, არის ის, რომ უბრალოდ დაგაფიქროთ, მომავლის იმედი კიდევ უფრო გაგიღრმავოთ და გითხრათ, რომ ყველა საქმე გადადოთ და თქვენი ოჯახის წევრებს უბრალოდ ჩაეხუტოთ, ისე ძლიერად, თითქოს ეს თქვენი ცხოვრების ბოლო წუთებია.  

და ბოლოს,  მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი ძალიან მალე იმდენად კარგად იქნება, რომ ვერც კი იოცნებებდით, არ დაკარგოთ რწმენა და გქონდეთ მომავლის იმედი. სულ მალე ისევ ვიზეიმებთ თავისუფლებას!  
                                                                                                                                                 
და, თუ ეს წერილი შენამდე მოაღწევს და ამით შენში რამეს შეცვლის, მერწმუნე, ჩემზე მადლიერი არავინ იქნება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება