სიახლეები
სკოლები

„თვეზე მეტი გავიდა, ასე ჩუმად, ვსხედვართ მე და მარტოობა“- ფოთის N5 სკოლის მოსწავლემ, მეგი კუციამ სკოლის მონატრებას ჩანახატი მიუძღვნა
12-05-2020
-
+


ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ მეგი კუციამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილ ცხოვრებას და სკოლის მონატრებას ჩანახატი მიუძღვნა. 

გთავაზობთ მეგი კუციას ჩანახატს:

„ერთ თვეზე მეტი გავიდა, ასე ჩუმად, ვსხედვართ მე და მარტოობა, სწორედ ამიტომ ვიცი, რომ მე მარტო არ ვარ. მე ვზივარ და მხოლოდ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველაზე ძნელი რამ ჩემს ცხოვრებაში სწორედ საკუთარი თავის შეცნობაა. რატომ უნდა იყოს საშიში მარტოობა, როდესაც მარტოობა არაფერია, გარდა საკუთარ თავთან დარჩენისა? ეს იყო პირველი გაკვეთილი, თუმცა მარტო საათის ისრების ხმა რომ ისმის მარტოობისას?

ყოველი დღე მენატრება, ადრე რომ ვიღვიძებდი და სკოლისაკენ მივაბიჯებდი, არ დავმალავ და ვიტყვი რომ ის დღეები არ მომწონდა, მაგრამ იმ დღეს სიცოცხლესა და ხალისს ლიტერატურის გაკვეთილი ჰგვრიდა. ახლა კი ონლაინ გაკვეთილებია. გაღვიძებაზე არაფერს ვიტყვი, ერთის გარდა, გრძელი პროცესია. ამ პროცესში ჩემს ხმას ბანს აძლევს ჩემი ძმის გაკვეთილები, საინტერესო მელოდიაა. ერთი შეხედვით, დეტექტივი გეგონებათ ( ტყუილია) ჩვენი ყოველი დღე „ბრძოლაა“, თუმცა ამასთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ სხვებისგან განსხვავდება და ეს ისაა, რომ სიჩუმე სიამოვნებს. მე კი ვეკითხები - რატომ?-პასუხი არ მიბრუნდება. მე კი მივხვდი, რომ მარტოობის მხოლოდ სიყვარული შეიძლება, რადგან მარტოობაში გაქვს დრო ულევი ოცნებისა. ამ ოცნებებით თამაში კი საკმაოდ საინტერესოა და ამასთანავე, მომგებიანი .სწორედ ასე და ამგვარად სწავლობს ადამიანი საკუთარ „მეს“. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი დღეები, რამდენჯერ უფრო მეტად მომენატრება სკოლაში წასვლა, იქ სიცილი, თამაში, თუნდ სწავლაც. ოცნებაც ესაა, მინდა კიდევ უფრო თავისუფალი ვიყო. უკვე მონატრებასაც ვერ ვმალავ.

ვაღიარებ, რომ ამდენი ხნის მანძილზე მივხვდი, რომ ეს სიმარტოვე ჯილდოა და არა საათის ისრების ხმა. ბოლოს და ბოლოს სულიერი სიმარტოვე მაინც არ არის.

მარტოობაში ვსწავლობ. სწორედ ასეთი იყო ის უფერული დღეები, რომლებიც სიმარტოვემ გააფერადა იმით რომ მასწავლა და შემაცნობინა საკუთარი თავი“

                                             ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მეგი კუცია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება