სიახლეები
სკოლები

„გამოჩნდებიან სამყაროს „მეეზოვეები“, რომლებიც ერთად მოაგროვებენ  ბოროტებას“ - გაეცანით  პანდემიაზე მოქალაქის საინტერესო ჩანახატს
12-05-2020
-
+


etaloni.ge-ს მიერ შეთავაზებულ თემას - მონატრების ერთი თვე - რა მასწავლა სიჩუმემ, გარდა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებელებისა, სხვა მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ და საკუთარი აზრის ჩვენი საიტის მეშვეობით გამოქვეყნება ისურვეს. ერთ-ერთი ასეთი მოქალქეა ცირა ბახტაძე, რომლის ჩანახატსაც ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

ვხატავთ, მაგრამ ბუნება უფრო სოაცარი ფუნჯებით ხატავს...

ზღაპრებს ვწერთ, მაგრამ რომელი ზღაპარი შეედრება  იმას რასაც ჩვენი არსებობა ჰქვია, დედამიწაზე, და, ჩვენ სწორედ ამ ზღაპრის გმირები ვართ... 

ფიქრი ადამიანის ერთადერთი საკუთრებაა... და სწორედ ამ დროს ვართ უფალთან ახლოს. რადგან მხოლოდ ის გრძნობს და ესმის ჩვენი, სხვას არავის.   ფიქრის პატრონს შეუძლია ნაფიქრალის ფურცელზე გადატანა, ქმედებებით განხორციელება ან სულაც კვლავ მხოლოდ მასთან დატოვება...

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულებს იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა წვრილმანები მის ბედნიერებას ვერ ვაფასებდით, მხოლო სხვა კეთილდღეობაზე ვფიქრობდით....

წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა.. დილით ადგე, მეზობელს ყავაზე უმასპინძლო, ქუჩაში გახვიდე მონატრებული ადამიანი შეგხვდეს და ჩაეხუტო.  და უცებ ...სამყარო ტრიალდება , მაგნიტური ძალა რომელიც გვიზიდავდა ერთამნეთთან შეიცვალა და ყველა ერთმანეთისგან განიმუხტა.

მატერიალური მდგომარეობა, კლასობრივი განსხვავება უცებ ძალას კარგავს და ყველა ერთ ადგილზე ჩერდება....

თუმცა ამ დროსაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც  მატერიალურ მხარის გამოუყენებლობას მისტირიან.. რომ ვერ ახერხებენ ამა თუ იმ ბრენდულ მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმლით საზოგადოებრივ „პოდიუმზე“ გამოსვლას, რომ ვერ ივარცხნიან თმებს, და რომ სახლში  სხდომამ საშინელი შესახედაობა შეუქმნა.... და ამ დროს ამა თუ იმ ოჯახში, პატარა ბავშვს უკვირს რატომ არ აძლევს დედა კამფეტს რომელიც ისედაც იშვიათად ქონდა. 

დადუმებულან იმპერიის მოყვარე ლიდერებიც ... მათი წყალობით რომ შავით იმოსებიან დედები, ობლდებიან ბავშვები. და, რისთვის რაც უფალს ყველა დროის ადამიანისთვის უბოძებია იმ მიწის ვერ გაყოფაში.....

წელიწადის ოთხი საოცრება შექმნა უფალმა, (გაზაფხული, ზაფხული ,შემოდომა, ზამთარი) და გვაჩვენა მათი საშუალებით, რომ სიკვდილის მერე კვლავ სიცოცხე ყვავილობს, რომ მზე უფრო მაგრად იწყებს კაშკაშს და რომ მიუხედავად ჭკნობისა და ნეშონმპალად ქცევისა სამყაროს განაცრისფრებისა კვლავ იმარჯვებს სიცხოცხლე, კვლავ ყვავილობს სამყარო...

მოდით ერთად გავერთიანდეთ, ერთიანობით დადებული თითო-თითო აგური სახლს, სამშობლოს ააშენებს, ხოლო ერთ ადამიანზე მინდობილი მხოლოდ თაობებში გაიწელება.

მჯერა გამოჩნდებიან სამყაროს „მეეზოვეები“, რომლებიც ერთდა მოაგროვებენ  ბოროტებას, წყენას, სიძულვილს და ჩამოაშორებენ „ზღაპრის გმირებს“. 

ამიტომაც, ნურასოდეს დაჯერებთ რომ ზღაპარი მთავრდება.

და, ნურც იმას დაიჯერებთ რომ სიცოცხლე მარცხდება...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება