სიახლეები
სკოლები

„იბერია გაბრწყინდება!“ - გაეცანით ფოთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ კაკულიას ჩანახატს
12-05-2020
-
+


ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ კაკულია​მ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი - „იბერია გაბრწყინდება!“ მიუძღვნა. 

გთავაზობთ მარიამ კაკულია​ს ჩანახატს:

„იბერია გაბრწყინდება!“

   მკვლელი ვირუსი დედამიწას მოულოდნელად დაატყდა თავს. სამყაროში სიჩუმემ დაისადგურა. „გარეთ არ გახვიდეთ, არავის ეკონტაქტოთ!“ ეს ფრაზები სიტყვათა მყარ შეხამებად იქცა. მოულოდნელად თავს დატეხილმა უხილავმა მტერმა ყველა ადამიანი სახლს მიაჯაჭვა. შიში, პანიკა დათესა საზოგადოებაში. დღეები გაერთფეროვნდა. სიჩუმემ დაისადგურა. შორს საყვარელი ადგილებიდან, საყვარელი ადამიანებისგან, მეგობრებთან ერთად სიცილისგან, ჩაკიდებული ხელებისგან... გვენატრება ყველა და ყველაფერი.           

   მონატრების თვეებმა სხვანაირი მონატრება მასწავლა, მენატრება ღიმილიანი სახეები, ხმაურიანი ქუჩები, სკოლა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, ეს იმ მონატრებას არ ჰგავს საზაფხულო არდადეგების დროს, რომ განვიცდიდი ხოლმე. მონატრება ხომ უფრო მეტია ვიდრე შეგრძნება.

   მჯერა მალე დასრულდება მონატრებაც, ჩვენი სიყვარულიც გაიზრდება, უფრო სუფთა ქვეყანაში ვიცხოვრებთ, იქნება ღიმილიანი სახეები, ბედნიერი მომავალი გვექნება. ცხოვრება ხომ ვარდს ჰგავს, რომელსაც ეკალი მისდაუნებურად მოჰყვება მჯერა რომ, როგორც ზღაპარში ცუდ დასაწყისს კარგი დასასრული ექნება!

   სიჩუმეში ცხოვრებამ მეტი დრო მომცა ფიქრისთვის. დამაფიქრა ბევრზე, რაზეც აქამდე შეიძლებოდა არც კი მეფიქრა. დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, გამიღვიძა ინტერესი სხვადასხვა საქმიანობებისადმი რაზეც აქამდე დროს ვერ ვიტოვებდი. როგორც ყველაფერს სიჩუმესაც აღმოაჩნდა დადებითი მხარე.

   ამ პანდემიის პერიოდში გადავაფასე ცხოვრებისეული ღირებულებები, უფრო დავაფასე საკუთარი და სხვისი სიცოცხლე. უფრო გაიღვიძა მადლიერების გრძნობამ ჩემში შემოქმედისადმი.

   მჯერა, რომ ისევ დადგება ნამდვილი გაზაფხული, ამოისუნთქავს სნეული დედამიწა, მზე, სითბო და სიყვარული მოუშუშებს იარებს. ისევ აყვავდება ია, ისევ ახმაურდება ქუჩები, ბაღები, სკოლები, სკვერები. ისევ იქნება ღიმილიანი სახეები პირბადეების გარეშე. ბევრი ემოცია, ბევრი სითბო. ღმერთი თავის გაჩენილ სამყაროს არ გაწირავს. მთავარია დავაფასოთ სიცოცხლე, დავაფასოთ ცხოვრების ყოველი გათენებული დღე, ყოველი ღვთისგან ბოძებული სიკეთე. გვწამდეს! გვჯეროდეს! და იბერია აუცილებლად გაბრწყინდება!

                                                   ფოთის N2 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე მარიამ კაკულია​.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

                                                


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება