სიახლეები
სკოლები

„ახლა, სიჩუმე გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინო ანანიძე საქართველოში ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებაზე ჩანახატს გვთავაზობს. მოსწავლე თავის ხედვას გვიზიარებს და გვიამბობს, თუ რა ასწავლა ამ განსაცდელმა.

იწერება ახალი ისტორია. ისტორია, რომელიც გვახსენებს და გვასწავლის თანასწორობას, სიყვარულს, თანადგომას, მონატრებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას, თავისუფლებას (მიუხედავად რუსეთის შეუწყვეტელი ოკუპაციისა) პატივისცემას, მადლიერებას...

დღეს, მსოფლიო რთული განსაცდელის წინაშე დგას. რა არის განსაცდელი? ეს ხომ ის მომენტია, როდესაც უფალს სურს განგვაცდევინოს საკუთარი თავი, საკუთარი „მე“. სწორედ, განსაცდელი გვასწავლის ლოცვას. ლოცვა ადამიანის სურვილია, მამა ღმერთის ნების გაცოცხლება თითოეულ ჩვენგანში („რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე იგი ვყო“).

ვფიქრობ, არაფერი ხდება შემთხვევით, ისიც კი, რაც ადამიანის უკეთური ნებიდან გამომდინარეა. ამ უკეთური ნებიდან შევქმნილ მდგომარეობასაც კი, უფალი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთისკენ წარმართავს.  

მე დღევანდელი სიტუაცია ჩემი ფიქრებიდან გამომდინარე უფალს დავუკავშირე, მაგრამ თქვენ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ - თუ უფალი ყოვლად კეთილშობილი და ყოვლისშემძლეა, რატომ უშვებს ბოროტების არსებობას? პასუხი მარტივია: თავისუფალი ნება. უფალი ჩვენ გვანიჭებს თავისუფალ ნებას. ადამიანებს მხოლოდ სიკეთის გაკეთება რომ შესძლებოდათ, მაშინ მათ სიკეთეს აზრი დაეკარგებოდა, რადგან მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ. ღმერთს სურდა შეექმნა ცოცხალი პიროვნება. სწორედ ამის გამო, ის დროებით უშვებს ბოროტების არსებობას სამყაროში, რათა ადამიანმა დაფიქრდეს (დღეს ამის დიდი შესაძლებლობა გვაქვს) და გააკეთოს არჩევანი. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სიკეთე, მაშინ როცა ბოროტების არჩევაც შეგვიძლია.

COVID-19-მა ყველას რაღაც გვასწავლა. პირადად მე, კარანტინის წესების დაცვა, დისტანცია, მოთმინება და სიფრთხილე მასწავლა. მენატრება მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობას მილამაზებდნენ, დატვირთული დღეები, ეკლესიის ჩემთვის გამორჩეული გარემო, ზიარება, ის ემოციები, რომელსაც ბორჯღალოსნების თამაშის დროს განვიცდიდი... ცხოვრება საოცარია, მოულოდნელობითა და თავგადასავლებით სავსე.

ახლა, სიჩუმე გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, მადლიერებაში, ტკბილი მოგონებების გახსენებაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ხანგრძლივი დროის დათმობაში, საკუთარი თავის რეალიზებაში... დღეს ჩვენ მეტი დაფიქრება, სიტუაციის გაანალიზება და ობიექტურად შეფასება გვმართებს. ამასთანავე, მოთმინება, რადგან ბუნება ნახტომებს არ აკეთებს.

მინდა სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ და შეგახსენოთ: ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება ერთმანეთთან ახლოსაა და ცვლის ერთმანეთს. რატომ? სიხარულს ძალიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას-სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. მაშასადამე, დადგება ჟამი სიხარულისა! ყველაფერი კარგად იქნება! არასდროს დავივიწყოთ, რომ ღმერთი მოწყალეა. ყოველთვის!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება